შეხვედრის აქტუალური თემა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქალის როლი მის ტრანსფორმაციაში“

1 2 3 4 5 6

კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოებები, გაუცხოებული თაობები, ნდობის აღდგენა, ურთიერთობის პერსპექტივები... ამ და უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრეს მეწარმე ქალთა ფონდში შეკრებილებმა. განსახილველად წარმოდგენილი იყო აქტუალური თემა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქალის  როლი მის ტრანსფორმაციაში“.

მოხსენებებში კარგად იქნა გახსნილი მთავარი სათქმელი: პრობლემები ოფიციალურ მოლაპარაკებებში, დღევანდელობის სირთულეები, სახალხო დიპლომატიის და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის აქტუალობა. დისკუსიის დროს სტუმრებმა არაერთი წინადადება და რეკომენდაცია გააჟღერეს, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა ინტეგრაციას, მხარეთა შორის ურთიერთობების აღდგენას, კონფლიქტის ტრანსფორმაციას და ქალთა შესაძლებლობების მეტ გამოყენებას...

შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები