ხურჩა - საუბარი გამყოფ ხაზთან მცხოვრები და დევნილი ქალების და გოგონების პრობლემებზე

 1 2 3 4 5

გაეროს რეზოლუცია 1325, პირველ რიგში, კონფლიქტისპირა ადგილებში მცხოვრები ქალების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც შედგა შეხვედრა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - მოწვეულები იყვნენ გამყოფ ხაზთან ახლომდებარე სოფლებში (კოკი, ხურჩა, კახათი, განმუხური, ორსანტია, დიდი ნეძი) მცხოვრები და დევნილი ქალები და გოგონები.   

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ ყურადღებით მოისმინეს ქალთა საჭიროებები, რომლებიც უკავშირდება გადაადგილებას, ჯანმრთელობას. ამ სხვა პრობლემების მოგვარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები