საკონსულტაციო შეხვედრა გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან

1 2

პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა პროექტში ჩართულ გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კერძოდ, მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სასოფლო დარბაზის (ლანჩხუთი), განათლებისა და თანასწორობის ცენტრისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (ოზურგეთი) წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების საჭიროებების კვლევის მიმდინარეობა და საგრანტო კონკურსისათვის საპროექტო განაცხადების მზადების პროცესი. ორივე მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა საჭიროებების კვლევის მიზნით. ახლო მომავალში ცნობილი გახდება კვლევის შედეგები.

            პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები