ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ტრენინგ კურსი ოზურგეთში

1 2 3 4 5 6

ოზურგეთის ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავირი“ ივნისიდან მუშაობს პროექტზე „რა არის საჯარო მმართველობა“. ჩატარდა ტრენინგ კურსი „რა არის საჯარო მმართველობა“. კურსი რამდენიმე შეხვედრას მოიცავს. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტში ჩართულია 25 ახალგაზრდა.  ტრენინგებზე  განხილული იყო აქტუალური საკითხები: სახელმწიფოს შექმნის ისტორიული ასპექტები, საჯარო უფლებამოსილება, მმართველობის პროცესი, კონსტიტუციური უფლებები, პოლიტიკის დაგეგმვა, მუნიციპალურ დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრა და სხვა.

საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები