„თანადგომა - 2020“ - აქტიური საპროექტო მუშაობა ვანში

1 2 3 4 5 6 7

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანადგომა - 2020“  ვანში ახორციელებს პროექტს „მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ“. პროექტის შესაბამისად, შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებთან მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა. შეკრებილთ მიეწოდა ინფორმაცია საჯარო მმართველობის ძირითად მიმართულებებზე, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ა.შ. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს კმაყოფილება ხელისუფლებასთან კომუნიკაციის გააქტიურების გამო.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგი „საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და ამ საქმეში მოხალისე აქტივისტთა უნარ-ჩვევების დახვეწისა და გააქტიურების შესახებ“. ტრენინგში მონაწილეობდა 5 სამიზნე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი - მოხალისე აქტივისტთა ახალგაზრდული შემადგენლობა.

საპროექტო მუშაობა გრძელდება.  მცირე პროექტი მომზადდა პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები