16 ტრენინგი სენაკის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით

         

ფონდი „სოხუმი“ 10 წელზე მეტია თანამშრომლობს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამ თანამშრომლობის  შედეგია ის, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ფონდის მწვრთნელები პერიოდულად ატარებენ ტრენინგებს გენდერულ თემაზე.

მარტსა და აპრილში გაიმართა ტრენინგების კიდევ ერთი ციკლი - 16 ტრენინგი  გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე. ტრენინგებს დაესწრო 320 ადამიანი - საბავშვო ბაღების და კულტურული დაწესებულებების, ადგილობრივი სტრუქტურების და ახალგაზრდობის წარმომადგენლები. ტრენინგებმა აჩვენა ამ კუთხით მუშაობის ეფექტურობა და გავლენა გენდერულ სტერეოტიპებზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები