ჩვენი ორგანიზაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სოციალური მუშაობა თემებში, ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება - მუშაობის შეფასება და ანალიზი“.
ტრენინგს ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და პარასპეციალისტები დასავლეთ საქართველოს ათი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სოციალური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა, შეაფასეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სოციალური მუშაობის შედეგები, ისაუბრეს გამოწვევებზე, მიგნებებზე და მასზე რეაგირების მექანიზმებზე.
ტრენინგის პროგრამიდან გამომდინარე მონაწილეებმა ინტერაქტიული ჩართულობით განსაზღვრეს ქალთა მხარდაჭერის სერვისების გამოყენების ეფექტიანობა.
მათ ტრენერისგან მიიღეს საჭირო რჩევები, როგორ გაიზარდოს არსებული სერვისების გამოყენება ბენეფიციარების მიერ, რა დამატებითი უნარებია საჭირო სოციალური მუშაობის გასაძლიერებლად.
ჯგუფური მუშაობის ფორმატში ფსიქოლოგთან ერთად შექმნეს პერსონის (ბენეფიციარის) ფსიქოსოციალური პორტრეტი; იმსჯელეს, რამდენად აუცილებელია ემპათია, სენსიტიური მიდგომა ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებთან კომუნიკაციისას.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს:
„ტრენინგი კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაზიარებლად. ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი ქალია, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას. ჩვენ შევძლებთ მათთან თანამშრომლობას და მათი მდგომარეობის შეცვლას სოციალური მუშაობის გაძლიერებით“.
„მიღებული ინფორმაციები ჩემთვის არის ახალი უნარები, რომელთა გამოყენება დამეხმარება რისკის ჯგუფის ქალების იდენტიფიცირებაში“.
„ვუსმენდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და თითქმის ყველგან ერთნაირი სიტუაციაა - აუცილებელია სოციალური მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის. ბევრი რამ ვიცით, დღესაც ვისწავლეთ და ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ ქალების გასაძლიერებლად“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის და ხობის მუნიციპალიტეტების ქალთა ჯგუფებთან მიგრაციის ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული ასპექტების და მისი პრევენციის საკითხზე დისკუსიები ჩატარდა. ისინი გაეცნენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი სოხუმის კვლევის მიგნებებს და ისაუბრეს მიგრაციის პრევენციის და მისი ნეგატიური შედეგების შემცირების გზებზე
ქალებს ჰქონდათ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ხედვები, რამდენად მნიშვნელოვანია და რა უნდა გაკეთდეს მიგრაციის შემცირებისა და მისი შედეგების შემსუბუქების, ემიგრაციაში მყოფი ქალების რეინტეგრაციისა და მათ ოჯახებში ფსიქოსოციალური კლიმატის გაუმჯობესებისთვის.
ისინი თვლიან, რომ აქვთ პატარა სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების რესურსი და შეუძლიათ ინიცირება გაუკეთონ შეხვედრების ჩატარებას მიგრაციის რისკებზე, თუნდაც რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული დისკუსიებით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა ბავშვების ემოციურ და ქცევით მდგომარეობაში შესაძლო უარყოფითი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართ, რადგანაც ხედავენ უამრავ ნეგატიურ მაგალითს, რომელიც აუარესებს ოჯახების და, ზოგადად, საზოგადოებრივ კლიმატს.
მომდევნო შეხვედრებზე კონკრეტული იდეების განხილვა მოხდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
12-13 ივნისს ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წლის იუბილეს. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნის 160-ზე მეტმა ქალი ლიდერმა, მშვიდობის მშენებელმა და აქტივისტმა.
საქართველოდან კონფერენციაში ჩართული იყო ოთხი ქალი, მათ შორის – ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია. მონაწილეებმა კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს იმ გზებზე, რომლებიც ქალების ლიდერობისა და გენდერული სამართლიანობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს მშვიდობის მშენებლობისა და აღდგენითი პროცესების მიმართულებით.
კონფერენციის დასრულებისას შეიქმნა ერთობლივი ხედვა რეზოლუცია 1325-ის უკეთესი და ეფექტიანი განხორციელებისთვის. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს: „ჩვენ აღარ დაველოდებით კიდევ 25 წელს. ვიმოქმედებთ ახლა, რათა ქალთა ლიდერობა, გენდერზე ორიენტირებული სამართალი და მშვიდობის მშენებლობა იყოს ყველა სამშვიდობო პროცესის ცენტრში, ყველა ქვეყანაში, ყველა თაობისთვის.“
ეკატერინე გამახარიას თქმით, სარაევოში ყოფნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აღდგენა მხოლოდ ფიზიკურ აღდგენას არ ნიშნავს:
თვითდახმარების ჯგუფი საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა ხონში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, მის მიზნებსა და ამოცანებზე. ასევე - დაგეგმილ ღონისძიებებზე.
თვითდახმარების ჯგუფში გაერთიანდნენ აქტიური ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ თემში იმუშავებენ პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენისა და მათი მოგვარებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრებისთვის დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც დაეხმარება მათ ახალი ცოდნის და უნარების შეძენაში.
მიმდინარე პროექტი გულისხმობს „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ გაფართოებას, გაძლიერებას და მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა ქალთა საჭიროებები განიხილეს. დევნილთა დასახლებაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც პრიორიტეტულია.
ქალები ინფორმაციებს ცვლიან, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს, რა რესურსებით, რა საშუალებებით შეიძლება პრობლემები მოგვარდეს.
ჩვენი ორგანიზაცია მათთან ერთად გეგმავს და ეძებს რესურსებს ქალთა მხარდასაჭერად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასარგებლო და საჭირო ინფორმაციებს განიხილავენ ქალები ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. სიახლეებს შემდეგ ისინი აზიარებენ სხვა თემებში, რათა რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ინფორმირებული. შეხვედრებს ხშირად მამაკაცებიც ესწრებიან.
ინფორმაციები ეხება ქალთა გაძლიერების საკითხებს, რაც ბენეფიციარების დაინტერესებას იწვევს. დახმარების შემთხვევევიც დაფიქსირდა. ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთში მცხოვრებ ქალს, რომელმაც ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა. ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის დღის ცენტრში დაიწყო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ახალი კურსი. მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და სწავლის მიმართ ინტერესიც დიდია. პედაგოგ მაკა ჯიშკარიანის დახმარებით ქალები სიამოვნებით ეუფლებიან ახალ საქმეს.
ჯგუფის წევრებს პირველივე მეცადინეობებზე შეხვდა ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე. მათ უკვე იციან, რას სთავაზობს ჩვენი ორგანიზაცია, როგორ ვართ დაინტერესებულები მათი წარმატებით და განვითარებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პროექტს „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი სოხუმი.
აქტივობებში მონაწილეობას იღებენ დევნილები (დევნილთა დასახლებების ან კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები), გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები 15 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქარელი, გორი, კასპი, ხაშური, თეთრიწყარო, გარდაბანი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, საჩხერე, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მესტია.
ჩვენი სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი და ფოთი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ინიციატივების ხელშეწყობა, თვითდახმარების ჯგუფების ფორმირებისა და მათი მხარდაჭერის გზით, რათა მოხდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე - დაგეგმილია „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ ორგანიზაციული გაძლიერება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
უჩვეულოდ წარიმართა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრა წალენჯიხაში. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ყველამ დაინახა ძალადობის მიზეზები, ნეგატიური შედეგები და აღმოფხვრის აუცილებლობა.
თერჯოლის ჯგუფის შეხვედრა ონლაინ ჩატარდა. ჯგუფი ერთად მუშაობით გაძლიერდა, შეძლო პრობლემების მოგვარება. ახალი წევრებიც ცდილობენ გაიარონ გზა საკუთარი წარმატებისკენ.
სენაკში გამოვლინდა ჯგუფის წევრთა საჭიროებები. ერთ-ერთ წევრს გადაეცა მობილური ტელეფონი. ქუთაისში შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სხვა ჯგუფების შედეგებს.
საინტერესოდ წარიმართა მუშაობა დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიც აქტიურად იყო ჩართული პროცესში, პასუხობდა ქალების შეკითხვებს და აძლევდა საჭირო რჩევებს.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)