სენაკში ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა?  - ამ საკითხზე ინტერაქტიული  ფორმატით წარიმართა მსჯელობა.

მონაწილეთა შეფასებით სოლიდარობა ზრდის შედეგებს, მასშტაბებს  და მისი ძალა განუსაზღვრელია.

ასეთივე ინტერესით გაეცნენ მონაწილეები ქართველი ფემინისტი ქალების ისტორიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქალთა განვითარებისა და მხარდაჭერის საქმეში.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა უკუკავშირით  დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში სოლიდარობა მნიშვნელოვანია.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები