სამოქალაქო ფორუმი

12 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".

შეხვედრას ესწრებდნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები  ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომლებიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს.

საინიციატივო ჯგუფებმა  ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით იმუშავეს, რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის  მიზნით არის შესაძლებელი.

ჯგუფების ნამუშევრებმა წარმოაჩინა, რომ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შესაძლებელია  ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საზგადოებაში აგრესიის შემცირებას და კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

ჯგუფების ნამუშევრები დაედება საფუძვლად  საინიციატივო ჯგუფების სამშვიდობო სტრატეგიასა და მინი პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობის შექმნას საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები