წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა და სამომავლო გეგმები

წაწალენჯიხის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს.შეხვდრაზე ერთმანეთს ინფორმაცია გააცნეს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშვიდობო ინიციატივები გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. ჯგუფის წევრებს უკვე შექმნილი აქვთ სამშვიდობო სტრატეგია და მუშაობა ამ სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება. „ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ მშვიდობის ფასს, რადგან ჩვენ წინ გამყოფი საზღვარია. უნდა ვიშრომოთ მშვიდობისთვის, ეს აუცილებელია. "-ასეთი იყო ჯგუფის წევრთა საერთო განწყობა. შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის გეგმაზე იმსჯელეს. ფახულანის ქალთა ჯგუფი ძალადობის მსოფლიო პროტესტს სხვადასხვა აქტივობით შეუერთდება.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები