პირველი ქსელური სამუშაო შეხვედრა ქუთაისში

პირველი ქსელური სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში.

კოალიციური პროექტის მონაწილე სამმა ორგანიზაციამ - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა ფონდი „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი - სხვადასხვა რეგიონიდან კონფლიქტით დაზარალებული და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ქალები შეკრიბა და გაეროს რეზოლუციების „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“  განხორციელების მეოთხე სამოქმედო გეგმა გააცნო.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობას, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობები.

ქალებმა ინფორმაცია მიიღეს ქსელებისა და კოალიციების მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ, დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტიანი და მდგრადი ქალთა ქსელი. შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში.

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები