ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფების აქტივობები

შეხვედრამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ტრადიციულად, საინტრესოდ ჩაიარა.ამჯერად საუბარი შეეხო თემას

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"

საინიატივო ჯგუფი გაეცნო ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდებზე ,გადანაწილდა ფოკუს ჯგუფები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები.

შეირჩნენ რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“  USAID-ის  მხარდაჭერით ხორციელდება.

პარალელურად სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულმა  საინიციატივო ჯგუფმა ფორუმ თეატრი ჩამოაყალიბა.ჯგუფმა აირჩია პრობლემა, მეორე ეტაპია

სცენარის შემუშავება ,ხოლო ბოლო- სპექტაკლის მომზადება და რეპეტიცია.

ფორუმ თეატრის“ მთავარი მიზანია  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და სხვა ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით პრობლემის გადაჭრის უნარე-ჩვევები განავითაროს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები