ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფი და ახალგაზრდული კლუბი მუშაობას აგრძელებს

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე  ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ ადგილობრივ დონეზე მოსაგვარებელი საკითხებიც შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შემუშავების დეტალებიც განიხილეს

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან. ვუთხრათ "არა" ძალადობას! - ახალგაზრდები, 2 თვის განმავლობაში, ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე. მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს  შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს. მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები