სენაკის ქალთა ჯგუფი: ახალი პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ძველი პრობლემების ადვოკატირების პარალელურად ახალი პრობლემების იდენტიფიცირებასაც ახდენს. ჯგუფის წევრებმა რამდენიმე პრობლემას შორის ყველაზე აქტუალური შეარჩიეს: ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაბზარულია ღია აივანი და სახიფათო სიტუაციას ქმნის. საკითხზე უკვე დაიწყო მოკვლევა. შეგროვდა ფოტო და ვიდეომასალები, გროვდება ხელმოწერები. პრობლემაზე მუშაობა ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაგრძელდება: შეგროვებული ფოტომასალებით და ხელმოწერებით ჯგუფის წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
Image Gallery
http://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/13781-2023-06-27-17-17-19#sigProId839fc5711a