ქუთაისის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფების ივნისის შეხვედრა

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე “მედიაცია და შუამავლობა, როგორც შერიგების რიტუალი". მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიაციის, მედიატორობის სხვადასხვა ტიპებისა და შუამავლობის მნიშვნელობის შესახებ, ჩაერთნენ პრაქტიკული ტიპის სავარჯიშოებში, რომლებიც ეხებოდა კონფლიქტების მართვასა და პროცესის მედიატორობას. ტრენინგს USAID-ის წარმომადგენელი - გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა. კლუბის ლიდერმა, წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას, პროექტის- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შედეგები გააცნო. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა . ქუთაისისა და ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა გაცვლითი შეხვედრის ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს,ისაუბრეს მათ მიერ ადვოკატირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი შეხვედრები კარგ შესაძლებლობას აძლევს კლუბის წევრებს, უფრო ახლოს გაიცნონ ერთმანეთი. 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები