ახალგაზრდული ორგანიზაციები - ლანჩხუთის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიეძღვნა საჯარო მმართველობის პროცესში ახალგაზრდობის როლისა და მათი საჭიროებების განხილვას.  სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში ახლახან შექმნილი ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  - „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ და „რუდუნი“ - წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე საჯარო მმართველობის დანერგვის მიმართულებით. გამოიკვეთა ახალგაზრდების მაღალი მოტივაცია და მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციების - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს სასოფლო დარბაზი - წარმომადგენლებმა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები