კვლევის წარდგენა თეკლათში

ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში - სკოლის დირექციის, პედაგოგების და მშობლების მონაწილეობით.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობას, ძალადობის პრევენციას, მოზარდების ოჯახების ფსიქოსოციალურ მდგომარეობას.

ასევე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“  კვლევის -  „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ წარდგენა. კვლევის რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პასუხისმგებელი ადგილობრივი რგოლების კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას, სკოლებთან თანამშრომლობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები