მზარეულები - მცირე ბიზნესის სურვილით

1 2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა მზარეულის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ კერძების მომზადების ტექნოლოგიურ ჯაჭვს, პროდუქტების შენახვის და მომზადების წესებს, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი დეტალი, მოამზადეს 24 კერძი. ბოლო, შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოადგინეს თავიანთი ნახელავი, რამაც ჟიურის შექება დაიმსახურა. მათ გამოხატეს სურვილი, მომავალში დაიწყონ მცირე ბიზნესი - ამით მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება და მიიღონ ფინანსური მოგება.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

შეხვედრა თეკლათის საბავშვო ბაღში

1 2 3 4

თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან და მშობლებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დაიგეგმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ იურისტმა და ფსიქოლოგმა აღნიშნეს, რომ აღმზრდელები უნდა ჩაერთონ ძალადობის ფაქტების გამოვლენაში. მშობლებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას სტრესულ სიტუაციაში ყოფნამ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საბუღალტრო აღრიცხვის კურსი ქალებისთვის

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში სხვა პროფესიულ კურსებთან ერთად  საბუღალტრო აღრიცხვის კურსიც მოქმედებს. კურსის მონაწილე ქალები შეისწავლიან ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ საფუძვლებს საერთაშორისო სტანდარტებით, მოქმედ კანონმდებლობას, აღრიცხვის მეთოდოლოგიას, ორისის პროგრამას. ყოველივე ეს მათ დასაქმების ახალ პერსპექტივას გაუხსნის.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

გემრიელი კერძები ფონდი „სოხუმის“ სამზარეულოში

1 2 3 4

 5 6

სალათები, ბოსტნეული ნიგვზით, ცომეული - სხვადასხვა გემრიელი კერძი მზადდება ფონდი „სოხუმის“ სამზარეულოში. დღის ცენტრში, კულინარიის კურსებზე, 10 ქალი ეუფლება ერთ-ერთი საჭირო პროფესიის საიდუმლოებებს.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

ქალები უკვე თავად ქმნიან კომპოზიციებს

1 2 3 4

 5 6 7 

სექტემბრიდან ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე ქალთა ახალმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. გაკვეთილებზე ისწავლება სხვადასხვა ნაკეთობის შესრულება. მოსწავლეებმა პოლიმერული თიხისგან უკვე თავად შექმნეს არაერთი საინტერესო კომპოზიცია.  ისინი კმაყოფილები არიან სასწავლო პროცესით და თავიანთი შედეგებით.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები