ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ - წყალტუბოში

1 2 3

 4 5 6 

7 8 9

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს მცირე პროექტს „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს დისკუსიის ფორმატის ორი შეხვედრა. ისაუბრეს გენდერსა და ოჯახში ძალადობაზე, რეფერალურ მექანიზმებზე, ძალდობის მსხვერპლთათვის არსებულ სერვისებზე. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფილმი ძალადობის თემატიკაზე, რამაც მონაწილეებს გაუადვილა პრობლემის გააზრება და დისკუსიაში ჩართვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროფესიული კურსები: ჭრა -კერვა

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში გრძელდება უფასო პროფესიული კურსები. ჭრა-კერვის გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ. მოსწავლეებმა შეისწავლეს კერვის დაწყებისთვის აუცილებელი ნიუანსები, ნამუშევრებიც სახეზეა.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

სამობილიზაციო შეხვედრები სენაკში, ქუთაისში, ხონში, ზუგდიდში

1 2 3 4

 5 6 7 9

სენაკის, ქუთაისის, ხონის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სექტემბერში სამობილიზაციო შეხვედრები მშვიდობის საერთაშორისო დღეს დაუკავშირეს (21 სექტემბერს აღინიშნება). ისაუბრეს მშვიდობის აუცილებლობაზე, თითოეული ადამიანის წვლილზე სამშვიდობო საქმეში. შეხვედრები დევნილთა დასახლებებში და კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე სოფლებში ჩატარდა. დაფიქსირდა: აუცილებელია, რომ სამშვიდობო აღზრდა ბავშვობიდან დაიწყოს.

სამობილიზაციო შეხვედრებზე ბენეფიციარებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებულ სერვისებზე. ამას გარდა, შეხვედრებზე წამოიჭრა პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად ადვოკატირების ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი ფოთის მესამე საბავშვო ბაღში

1 2 3

 4 5 6

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ტრენინგი გაიმართა - ამჯერად მესამე საბავშვო ბაღში.

უთანასწორობის კავშირი ოჯახში ძალადობასთან, ბავშვის მიმართ ძალადობა, პრევენციული მექანიზმები - ამ თემებზე გაიმართა დისკუსია საბავშვო ბაღების გამგეებთან და პედაგოგებთან. ტრენინგის მონაწილეებმა გულისტკივილით ისაუბრეს პატარებზე, რომლებიც კრიზისულ ოჯახებში იზრდებიან და აკლიათ სილაღე, ბედნიერი სხივი თვალებში. გამოიკვეთა ბევრი პრობლემა, რომელიც პირდაპირ აისახება ბავშვზე - უმუშევრობა, მიგრაცია, გაუცხოება და კონფლიქტები ოჯახებში, ფსიქოლოგიური დახმარების ნაკლებობა...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქციები დასავლეთ საქართველოში მშვიდობის საერთაშორისო დღეს

1 2  3

 4 5 6 7

 8 9 10

 11 12

21 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ტარდება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, აქციები და მსვლელობები. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეთა ჯგუფები, ახალგაზრდები - ერთად აღნიშნავენ ამ დღეს.

საერთაშორისო კამპანიას ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრავე ცენტრი შეუერთდა შემდეგი სლოგანებით: „მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა“, „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“, „მშვიდობა და სიყვარული მარადიულია“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები