სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტები ამბროლაურში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ზაფხულს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ორ პროექტს ახორციელებენ.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ პროექტია „ამბროლაურში მცხოვრებ მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში“. პროექტის მიზანია მოსახლეობის ჩართვა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - აფხაზინტერკონტი“  ახორციელებს პროექტს, რომლის სახელწოდებაა „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობა - ინფორმირებული მოსახლეობა“. პროექტის განხორციელების შედეგად, თვითმმართველობის ელექტრონული სერვისები გამართულად იმუშავებს, თემის მოსახლეობას კი საშუალება მიეცემა, საკუთარი ინიციატივები მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობას.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები