ახალი პროექტების დასაწყისი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მცირე პროექტების განხორციელება დაიწყეს.

„განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“ პროექტით „იყავი ინფორმირებული - იქნები ძლიერი“ 4 თვის მანძილზე იმუშავებს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში (ნაგომარი, ჭანიეთი) და სამ დაბაში (ნასაკირალი, ლაითური, ურეკი). პროექტი ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას, რა  მნიშვნელობა აქვს მათ მონაწილეობას  საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში. 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ახორციელებს პროექტს „რა არის საჯარო მმართველობა“. სამთვიანი პროექტი მოიაზრებს საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ მართვაში. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგკურსს, გაუჩნდებათ ინტერესი და მოტივაცია, რაც შემდგომში სხვების ჩართულობასაც განაპირობებს.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები