საჯარო დისკუსია ქუთაისში

1 2 

3 4

ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა საჯარო დისკუსია, რომელზეც დამსწრეები გაეცნენ „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის“ არსს. მათ შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ კომპეტენტური პირების პასუხები ონლაინ პლატფორმაში წარმოდგენილ კითხვებზე, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი და დაესვა შეკითხვები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პირველი შეხვედრა ქობულეთში პოლიტიკურ პარტიებთან

1 2 3 4

ქობულეთში ჩატარდა პირველი შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. მათ უპასუხეს ონლაინ პლატფორმაში წარმოდგენილ რამდენიმე კითხვას, ისაუბრეს თავიანთ პროგრამებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმის დამტკიცება ბაღდათში

1 2 3 4

საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ არის შემუშავებული. გეგმა დამტკიცებამდე ჯგუფის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა სამსახურსა და კომისიაში.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პედაგოგთა ფორუმი ცაგერში

1 2 3 4 5

ცაგერის საკრებულოში ფორუმზე შეიკრიბნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პედაგოგები. ფორუმს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ცნობილი ტრენერები: მანანა ჯინჭარაძე, ლადო აფხაზავა და თეა გალახვარიძე. პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის ვებინარში „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ძალადობისგან თავისუფალი სკოლა“.

შეხვედრაზე აგრეთვე გაიმართა პუბლიკაციის „ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის“ პრეზენტაცია და დისკუსია აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმი გაიმართა ფონდ HumanDoc თან ერთობლივი თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის" ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

თერჯოლა - სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა

1 2 3 4

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა თერჯოლის საკრებულოს სააქტო დარბაზში. ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის ყველა პუნქტი, შეიტანეს გარკვეული ცვლილებები და წარმოადგინეს საბოლოო ვერსია. შეხვედრა აქტიურად, მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა. დასასრულს მათ  სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები