ძალადობას ძალიან ხშირად გენდერული სტერეოტიპები იწვევს, ამიტომაც აუცილებელია მათი აღმოფხვრა და ამ საქმეში სკოლას მთავარი როლის შესრულება შეუძლია.
„გენდერული სტერეოტიპები და სკოლის როლი მათ აღმოფხვრაში“ - ეს ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მინიფილმია. ფილმში ნაჩვენებია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება - ახალგაზრდებთან მუშაობა და ამ მუშაობის შედეგები, მიღებული გაკვეთილები და გამოცდილება.