ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზეც იმუშავეს .

ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.

ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს   ძალადობის შესახებ უყვებიან.

შეხვედრაზე მონაწლეებმა გადმოსცეს ემოციები, რომლებიც მათ სცენების ჩვენებისას და უკუკავშირის დროს  მიიღეს.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტამბულში გამართული შერეული(ქართული, ოსური და აფხაზური) შეხვედრის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია  პირისპირ შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა  კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები გაანალიზეს და ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.

საინტერესო დისკუსიის ფონზე გაგრძელდა შეხვედრა ახალგაზრდულ ჯგუფთან. მონაწილეებმა მინი-პროექტის მიმდინარეობაზე, მიღებულ შედეგებსა და იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომელიც ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ახლდა თან. 

წყალტუბოში  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  ის პრობლემები გაანალიზეს, რომელთა ადვოკატირებაც  ადგილობრივი რესურსებით არის შესაძლებელი. ასევე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს, რომლითაც პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა იზრდება. 

წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში არსებული ახალგაზრდული კლუბების წევრებმა კი მინი-პროექტების მიმდინარეობა  შეაფასეს. ისაუბრეს,თუ როგორ მიიღო  მაყურებელმა ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენილი ძალადობის სცენები. მათი შეაფასებით , მაყურებელი  მათთან ერთად ფიქრობდა, მსჯელობდა და ეძებდა გამოსავალს.

ხონის ქალთა  ორივე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზე იმუშავეს .ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი მინი-პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს  ესაუბრებიან ძალადობის სისასტიკესა და მის მავნე შედეგებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა  ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.

დიდინეძის ახალგაზრდული ფორუმ თეატრის მონაწილეებმა კი ორულუსა და კოკის  საჯარო სკოლებში წარმოდგენები გამართეს.

ჩვენებებმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.ნორჩმა მსახიობებმა მოკლე და კონკრეტული მესიჯები გაუგზავნეს საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ. ნაჩვენები იყო,თუ როგორ შეიძლება სსსმ მოსწავლის ჩართვა ყველა სხვა მოსწავლესთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში.

სპექტაკლების შემდეგ წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა.

ახალგაზრდულმა კლუბმა ფორუმ თეატრის კიდევ ერთი  ჩვენება  დიდინეძის თემში , სოფლის საზოგადოების წინაშე გამართა.მსახიობებმა კონფლიქტის თემაზე ორი სცენა წარადგინეს.

„განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან  ჩატარდა ტრენინგი თემაზე:„ ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს მეტი გაეგოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ადვოკატირების განხორციელების ფორმების შესახებ.

ქალბატონებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების პროცესის ჯეროვნად ჩატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, გამოავლინეს პრობლემები, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები; შეიმუშავეს  ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.

სოფელ კოკის ახალგაზრდულმა კლუბმა კი პროექტის „ გადაამოწმე ინფორმაცია“ ფარგლებში, მედია-წიგნიერების თემაზე ფორუმ-თეატრის ჩვენება გამართა.

პროექტის მხარდამჭერია USAID .

თანამედროვე ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს სჯეროდეთ,  რომ მათ შეუძლიათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა.

ფორუმ-თეატრი  სწორედ ამ რწმენის გამტკიცებისკენ არის მიმართული.

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა  ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.

25-27 მაისს პროექტის ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ. მათთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“.

სამუშაო პროცესში ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან ჩაერთნენ.

ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაცტრენინგი  მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.

მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს. დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში და წარადგინეს პრეზენტაციები. საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

სასიამოვნო ამბავი გვაქვს - უკრაინელმა მარია დობროვოლსკაიამ ქუთაისში ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. ისინი უკვე გაწერეს, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

კიდევ ერთი სიახლე: მოგვმართა პროგრამა „სონიაშნიკის“ მოხალისემ. ამ პროგრამით, 15-დან 18 წლამდე 5 უკრაინელი მოზარდი საზაფხულო ბანაკში საინტერესოდ გაატარებს დროს. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკვე შეკრიბა ჯგუფი უფასო ბანაკისთვის.

ამჟამად ჩვენს მონაცემთა ბაზაში 523 ადამიანია. მაისში 43 ადამიანი დაემატა.

ამ თვეში ჩვენი მხარდაჭერა სხვადასხვანირად გამოიხატა:

- პროდუქტებით დახმარება გაეწია 30 ოჯახს (63 ადამიანი)

- 6-მა ოჯახმა მიიღო დახმარება ქირის გადახდაში

- კომუნალური გადასახადების გადახდაში 6 ოჯახს დავეხმარეთ

- ერთ-ერთ უკრაინელს ოპერაციის ღირებულების ნაწილი გადავუხადეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები