ქალთა ფონდი „სოხუმი“ – 2021 წლის ბოლოს ასეთი ახალი ორგანიზაცია გაჩნდა არასამთავრობო სექტორში. წარსულს ჩაბარდა ძველი სახელწოდება - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

და წლის ბოლო კრებაზე ბევრჯერ ითქვა სიტყვა „წარმატება“.

2021 წელს ორგანიზაციის მუშაობის საერთო შედეგები და მიღწევები შეაჯამეს ორგანიზაციის თავმჯდომარემ - ალლა გამახარიამ და თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ, პროექტების კოორდინატორებმა, ასისტენტებმა, ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრის მობილიზატორებმა.

განვლილი წელიწადი რთული იყო, გამოწვევებით სავსე, მაგრამ ბევრი რამითაც იყო გამორჩეული:

იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის 8 მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულებული პროექტი.

ფსიქოლოგი და იურისტი არ საუბრობენ ბენეფიციარებთან შეხვედრის დეტალებზე. ასეც უნდა იყოს - ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მაგრამ უყვართ ციფრების მოყვანა.

ციფრების თანახმად კი, დეკემბერში:

ჩატარდა ფსიქოლოგის და იურისტის 6 ჯგუფური შეხვედრა თერჯოლის, სენაკის, სამტრედიის, ქობულეთის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.

შეხვედრებს ესწრებოდა 27-დან 68 წლამდე ასაკის 88 ადამიანი.

5-მა ბენეფიციარმა გაიარა ფსიქოთერაპია.

ჩატარდა ფსიქოთერაპიული მუშაობა სარეაბილიტაციო ცენტრის 6 ბენეფიციართან.

მიმდინარეობს მუშაობა 3 კრიზისულ ოჯახთან.

ახალგაზრდულ ცენტრებში ჩატარებულ ტრენინგებს მოჰყვა დამატებითი ინიცირებული ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები, ფილმის ჩვენებები, ინტერვიუების ჩაწერა, ვიდეორგოლები...

ღონისძიებების ერთი ნაწილი ჩატარდა დეკემბრის დასაწყისში და მიეძღვნა 16-დღიან კამპანიას, მეორე ნაწილი კი ეხმაურებოდა ტრენინგებზე განხილულ თემებს: ნაადრევი ქორწინება და ტოლერანტობა. ყველაზე მეტი აქტივობა ჩაატარეს სამტრედიის, ბაღდათის, ვანის და წალენჯიხის ახალგაზრდულმა ცენტრებმა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილია ახალგაზრდების ყველა ნამუშევარი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენთან ის ზუგდიდიდან გამოაგზავნა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ფიზიკური ძალადობის შემდეგ, სიკვდილის შიშით - პოლიციაში დარეკა და გადაწყვიტა ქუთაისში, დედასთან დაბრუნება.

. 35 წლის.

მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამა ხშირად მოდიოდა მთვრალი, ოჯახში მუდმივად იყო კამათი და სკანდალი… ერთხელაც, შინ მთვრალი რომ ბრუნდებოდა, მანქანამ გაიტანა. მაშინ მე-8 კლასში სწავლობდა... 18 წლისა დედამ გარიგებით გაათხოვა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში. ქმარი 10 წლით  უფროსი იყო მასზე.

ქორწინების პირველი ორი თვე ბედნიერად ახსოვს. მერე ქმრის მშობლები გაემგზავრნენ (რუსეთში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ), მარტონი რომ დარჩნენ, ფიქრობდა, უკეთ ვიქნებითო, მაგრამ… დაიწყო ეჭვიანობა, კონტროლი, კრიტიკა: „ცუდად გაგიკეთებია“, „რა გაცვია“, „რას აკეთებ მეზობლებთან“, „ვინ მოგიყვანა ტაქსით“, „ვის ელოდები“…

ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. კურსის მონაწილეებმა გაიარეს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში, საწარმოთა ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, აღრიცხვის მეთოდოლოგია.

ბოლო შეხვედრაზე მათ სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც თავად აღნიშნეს, სწავლების ეს ეტაპი მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თითოეულ მათგანს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი აქტიურად დაუბრუნდა სამუშაო პროცესს. დაიწყო წარმოდგენების გამართვა ქუთაისის პარკებსა და სკვერებში. პარალელურად - მიმდინარეობს ახალი გადაღებები, საინტერესო ვიდეომასალების ჩაწერა, რომლებიც არქივის ფორმატით შეინახება და განთავსდება სოციალურ ქსელში. ჩვენს ფეისბუქგვერდზე ფორუმ-თეატრის ვიდეოებს განსაკუთრებული ინტერესით ელიან და ეცნობიან მკითხველები. არის მნიშვნელოვანი სიახლე - გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც ჩაერთნენ წარმოდგენებში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხა, სამტრედია, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი - ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრებში დეკემბერში გაგრძელდა ტრენინგების ციკლი - ამჯერად ტოლერანტობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე. იყო აქტიური განხილვები,  დისკუსია და, რაც ყველაზე მთავარია, ნდობა მონაწილეთა  მხრიდან, რომელსაც პედაგოგები აღნიშნავენ.

ტრენინგებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც ჩაუდგნენ სათავეში ინიცირებული ღონისძიებების ჩატარებას. აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, დირექტორები, მშობლები - ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 1255 მოსწავლემ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა შედგა ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით:  ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სკოლის პედაგოგები,

გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, შემდეგ კი - დისკუსია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალადობის იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების მხრივ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს მუშაობაზე, რომელიც კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს: შეიქმნა უნიკალური ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“, ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და სოციალური აქციები.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ფონდ „სოხუმს“ ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის გაწეული დახმარების გამო და გამოხატეს თანამშრომლობის  მზადყოფნა მსხვერპლისთვის უფრო მდგრადი და გრძელვადიანი პროგრამების/სერვისების დანერგვის კუთხით.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დეკემბერი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისთვის. სხვადასხვა თემში ჩატარებულ გეგმიურ შეხვედრებზე მობილიზატორებმა მოსახლეობას ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ისაუბრეს იმ  ფაქტორებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას უშლის ხელს.

თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ათმა ცენტრმა გამოავლინა ძალადობის 8 შემთხვევა. თითოეული ქეისის ანალიზის შემდეგ ბენეფიციარებმა ფონდი „სოხუმის“ სერვისებით ისარგებლეს.

მობილიზატორების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან გადამისამართებულ ქეისებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა მსხვერპლთა დახმარების მექანიზმი გაძლიერდეს და ბენეფიციარებმა მუნიციპალური სერვისები გამოიყენონ. თანამშრომლობა მსხვერპლთან მუშაობის მულტიგუნდურ პრინციპებს ეფუძნება და კარგ ეფექტს იძლევა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს ლამაზი ნაკეთობები მათი ნახელავია. ქალები გულმოდგინედ სწავლობდნენ თიხის დამუშავებას დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.  და აი, დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კიდევ ერთი კურსი. ბოლო გაკვეთილზე კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრეს დღის ცენტრში გატარებულ პერიოდზე, ახალი პროფესიის შესწავლაზეც და პირად ურთიერთობებზეც. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები