ვანის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად ჩართეს თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით კი მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეომიმართვა, ჩატარდა აქცია.

ამ აქტივობებით ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა შეძლეს თვითმმართველობების, სკოლების, ახალგაზრდების და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის ჩართვა, რაც ხელს უწყობს  საზოგადოებაში არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სამი ინიცირებული აქტივობით შეუერთდა.

გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა პრობლემის აქტუალობასა და პრიორიტეტულობაზე გააკეთეს აქცენტი.

კამპანიაში სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ახალგაზრდული და ხელოვნების ცენტრებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა აქცია ჩაატარეს, ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენა გამართეს, თემატური ნახატები გამოფინეს და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით მე-2 სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, მონაწილეებმა ძალადობის პრობლემის პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დასრულდა ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდების შეხვედრები, რომლის მთავარი მიზანი იყო მუნიციპალური სერვისების განვითარება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე   ეფექტიანი რეაგირებისთვის - ინტერსექტორული თანამშრომლობითა და კოორდინაციით ცენტრს, რეგიონსა და მუნიციპალიტეტებს შორის.

ამჯერად, ცენტრალურ დონეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი - თამარ ტარიაშვილი წარმოადგენდნენ.  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას კი გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი - ნანა კაკაჩია.

შეხვედრის დიდი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ცალკეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დაეთმო, რომლებმაც არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ინფრომაცია  ერთმანეთს გაუზიარეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი აქტიურად ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში. მათ ჯგუფური შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, თერჯოლის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან - ესწრებოდა 49 ადამიანი. იურისტმა ისაუბრა საქართველოს კანონზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, ფსიქოლოგიური საუბრები კი ეხებოდა თემას „როგორ გამოვიცნოთ ფსიქოლოგიური ძალადობა და არ გავხდეთ მსხვერპლი“.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 16-დღიან კამპანიაზე და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ფსიქლოგი და იურისტი, პარალელურად, ატარებენ ინდივიდუალურ საკონსულტაციო შეხვედრებს, ეხმარებიან ქალებს თავიანთი პრობლემების მოგვარებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მონაწილეობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში. კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა 24 სხვადასხვა ფორმატის აქტივობა: აქციები, საინფორმაციო შეხვედრები, ფილმების განხილვა. შეხვედრებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

25 ნოემბერს მრგვალი მაგიდით გახსნა კამპანია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები მოიწვია თემაზე სასაუბროდ.

გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ სენაკის, ტყიბულის, ბაღდათის, ქობულეთის, სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრები.

ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ვანის, წალენჯიხის, ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ შეხვედრებზე ქალებთან, სკოლის მოსწავლეებთან.

თითოეული აქტივობით საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეგზავნა მესიჯი, რომ ქალზე  ძალადობა ბოროტებაა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

16-დღიან კამპანიაში განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ცენტრები. ცენტრების წევრები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგების ციკლი, ახლა დამოუკიდებლად ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებას.

საინფორმაციო შეხვედრა, ნახატების გამოფენა, საინფორმაციო ფურცლის მომზადება, დისკუსია, ფილმის ჩვენება - ასეთია მათ მიერ ინიცირებული აქტივობების ფორმატი. თითოეულ ღონისძიებაში არანაკლებ 20-30 მოსწავლეა ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ათობით ახალგაზრდა ეცნობა აქტუალურ ინფორმაციას და პროტესტს უცხადებს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გრძელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული  მრგვალი მაგიდის შეხვედრები. ამჯერად შეხვედრა გურია-აჭარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილე - ელისო შონია წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის  დანერგვის საქმეში - ექსპერტმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის მიმართულებით - ემა კამკიამ გაუზიარა. მან ყურადღება ძირითად მიღწევებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების შესაძლო გზებზე გაამახვილა.

ფონდი "სოხუმის" ახალი მონიტორინგის ანგარიშში - "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

Covid-19-ით ინფიცირებულთა სტიგმა პანდემიით გამოწვეული ძალადობის ახალი ფორმაა. ეს ადამიანები ჩვენს ირგვლივ არიან და ბევრ მათგანს რთულ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება. სწორედ ამ მტკივნეულ საკითხზე ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ მოამზადა სოციალური ვიდეორგოლი.

გავთავისუფლდეთ სტიგმისგან!

გამოვიჩინოთ თანაგრძნობა!

მათ დაამარცხეს ვირუსი!

 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა ფონდი "სოხუმი", თბილისის წარმომადგენლობასთან ერთად, მრგვალი მაგიდების სერიას მართავს იმერეთის, გურია-აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაძლიერების ხელშესაწყობად.

მიმდინარე შეხვედრა გაიმართა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტების გენდერზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე ესწრებოდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები