მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება თერჯოლაში

1 2

აქტიურ ფაზაშია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“. პროექტის  ფარგლებში გადაიღეს  ფილმი „შინ?!“ ფილმი მიგრაციის მწვავე პრობლემას ეხება, მაყურებელს მოუთხრობს მიგრანტებზე, რომლებიც გაუცნობიერებლად ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი. იგეგმება ფილმის ჩვენება და დისკუსიები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები

1 2 3 4 5

ხონის, სენაკის, ოზურგეთის, თერჯოლის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები, სადაც ესწრებოდა 58 ბენეფიციარი, მათ შორის 17 მამაკაცი. წყალტუბოს, ხონის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მუშაობა დასრულდა  ოჯახურ წყვილებთან, რომელთაც ოჯახში შეძლეს კონფლიქტური სიტუაციის დაძლევა, ნეგატიური ემოციების კონტროლირება და მართვა.

ქუთაისში ფსიქოთერაპიულ კონსულტირებას განაგრძობს 10 ბენეფიციარი. შვიდმა ადამიანმა კი ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარა. დასრულდა ერთი ქალბატონის ფსიქოლოგიური თერაპია. ის უსაზღვროდ მადლიერია დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საპროექტო აქტივობები თერჯოლაში

1 2 3 4 5 6

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ბორბალი“ ფარგლებში კიდევ ორი აქტივობა განხორციელდა. მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბა ყველა თაობის წარმომადგენელი. მთავარი ხაზი იყო აქტუალური თემა: „სიყვარული, ძალადობა, სუიციდი“. გულისტკივილით საუბრობდნენ პრობლემაზე შეხვედრის მონაწილეები: მოზარდები, პედაგოგები, მოძღვარი, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ჟურნალისტი. არა მხოლოდ რეალობის შეფასება, არამედ გამოსავლის ძიება, პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება -  ეს იყო უმთავრესი მიზანი.

ჩატარდა მეორე აქტივობაც - ტრენინგი პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა კლუბის წევრებისთვის თემაზე: „ოჯახში ძალადობა, მისი ფორმები და ეროვნული რეფერალური მექანიზმები“. კლუბი პრობლემაზე აქტიურ მუშაობას აპირებს და ეს ტრენინგი ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

1 2 3 4 5  6

ივნისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სამობილიზაციო შეხვედრების თემა  იყო  ბავშვთა დაცვა. შეხვედრებში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები, პედაგოგები და მშობლები. ისაუბრეს ბავშვთა საერთაშორისო დღეზე, ბავშვთა უფლებების კონვენციაზე.

შეხვედრებმა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. თემა საინტერესო და აქტუალური გამოდგა მონაწილეებისთვის. ბენეფიცარებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ პროექტებზე. გამოვლინდა ახალგაზრდული ჯგუფების საჭიროებები, რათა რეკომენდაციებად მიეწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობას. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები კრიზისულ ოჯახებთან

კონფლიქტების მართვა ოჯახში, რისკების შემცირება და კრიზისის დაძლევა - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები კრიზისულ ოჯახებთან. ეს შეხვედრები ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დაძლევას და კონფლიქტების ადრეულ პრევენციას ისახავს მიზნად. ივნისის განმავლობაში ორ ოჯახთან გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრა, სატელეფონო კონსულტაცია კი ერთმა ოჯახმა გაიარა. მუშაობა მიჰყავდათ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგსა და კონფლიქტოლოგს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები