სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ დონეზე რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციისთვის. სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან მუდმივად თანამშრომლობენ და მათთან ერთად ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.

სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და არღვევს სრულფასოვანი ცხოვრების რეჟიმს.

წარმატებული ადვოკატირების პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა.  სამუშაო ჯგუფები ეძებენ გზებს ამ გამოწვევების საპასუხოდ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის საინიციატივო ჯგუფში

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დევნილთა დასახლების მცხოვრებთა პირობები.

ამ მიზნით ჯგუფი სისტემატურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან, რათა გამოიკვეთოს პრიორიტეტული პრობლემები და მოხდეს  მათი ადვოკატირება.

ჯგუფის წევრები ინიშნავენ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, მაგრამ უკვე დგას დღის წესრიგში და მათ გადაჭრაზე ფიქრობენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოს პირველ და მეოთხე საჯარო სკოლების ბაზაზე არსებულ ახალგაზრდულ ჯგუფებში ფორუმ-თეატრის ახალი სცენები შეიქმნა. სცენები ოჯახურ ძალადობას, ბულინგს, მსხვერპლის განცდებს და ემოციებს ეხება. ორივე ჯგუფი ამ სცენების დახმარებით  დისკუსიებს  წყალტუბოს სხვადასხვა სკოლაში გამართავს

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი კვლევის შედეგები მოისმინეს და რეკომენდაციებს გაეცნენ.  კვლევამ წარმოაჩინა ის საფრთხეები, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ქალებს განსაკუთრებით აღელვებთ.  გამოკვეთილი რეკმენდაციების გათვალისწინებას ჯგუფის წევრები ადვოკატირებით შეეცდებიან.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვედრის დასაწყისში  კვლევის პრეზენტაციას გაეცნენ, შემდეგ კი აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგში თემაზე -"ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში; გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა".

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი აგრძელებენ მუშაობას ფორუმ თეატრის სცენებზე და ასევე  მინი პროექტის იდეებზე მსჯელობენ.პროექტი  განსახილველად საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინონ.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ.  გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, გახშირებული ოჯახური ძალადობა, სწავლების დაბალი ხარისხი - კვლევამ ის ძირითადი საფრთხეები გამოკვეთა, რომელიც ადამიანური უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს არღვევს. მომდევნო თვიდან ჯგუფის წევრები გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან.

ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი ფორუმ-თეატრის ფორმატით ახალი სცენა შექმნეს, რომელიც ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზებს წარმოაჩენს. ახალგაზრდა მსახიობები ამ სცენებით სხვადახვა აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და დისკუსიებს გამართავენ.

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფების, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლობით მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა დევიზით- ,, არა ძალადობას,,. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ხონის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა ,,სთრით არტის,, კომპოზიციის შექმნაში მიიღეს და ხელის ანაბეჭდებით ძალადობას უთხრეს ,,არა,, . ფესტივალის ფარგლებში, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენელმა კულტურის სახლში, აფხაზეთის ქუჩაზე, კვლევის ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებები,, შედეგების პრეზენტაცია წარადგინა. გაიმართა დისკუსიაც.

ხონის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ფორუმ თეატრის სცენებზე იმუშავეს.პროცესს სკოლის დირექტორიც ესწრებოდა. ახალგაზრდები გენდერულ ფესტივალზე მაყურებლის წინაშეც წარსდგნენ და მოწონებაც დაიმსახურეს. პარალელურად კი საკონკურსო კომისიის კომისიისთვის წარსადგენ მინი პროექტის იდეებზეც მუშაობენ.

,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,,-ამ თემაზე კვლევა სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს.კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ფორუმ თეატრის სცენები და პროექტის იდეა, რომელიც საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს-ამ საკითხებზე კი უკვე ახალგაზრდული კლუბის წევრები მუშაობენ.მათ სამსახიობო უნარების განვითარებისთვის მასტერკლასი ფონდ „სოხუმის“ რეჟისორმა, მაგდა ჩიხლაძემ ჩაუტარა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR) გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო უკრაინელებისთვის შეთავაზებული სერვისები და უფლებები.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ ერთი წელია, აქტიურად მუშაობს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა აუცილებელი სერვისების გაწევაზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.

შეხვედრის მონაწილეებმა - ქალთა ფონდი „სოხუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თორინავამ და უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროგრამის კოორდინატორმა სოფია წირღვავამ - ისაუბრეს ჩვენი ორგანიზაციის მიერ უკრაინელებისათვის გაწეულ მხარდაჭერაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან დასავლეთ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თემაზე: ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,, კვლევა ჩაატარა.

შედეგები უკვე ცნობილია. კვლევის საფუძველზე კი  აქტუალური პრობლემები გამოიკვეთა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები