ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმირებულობა და ხელმისაწვდომობა

დოკუმენტში წარმოდგენილია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მარტი-მაისში 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიგნებები. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები ეხება ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას და ქალების ინფორმირებულობის დონეს აღნიშნული სერვისების მიმართ. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2023 და 2024 წლებში სერვისების შესახებ არაინფორმირებულ/ნაკლებად ინფორმირებულ ქალთა მაჩვენებელი თითქმის იდენტურია (დაახლ. 39%); შედარებით მაღალი ცნობადობა გამოიკვეთა სახელმწიფო თავშესაფრებისა და სახელმწიფო იურიდიული სამსახურების მიმართ (შემთხვევათა დაახლ. 37–46%); ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმირების ძირითადი წყაროებია არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური ქსელები; მოწყვლადი კატეგორიის ქალების 46.1%-ს არ მიუწვდება/ნაკლებად მიუწვდება ხელი მხარდამჭერ სერვისებზე (გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით); სერვისებისადმი ხელმისაწვდმობას ძირითადად აფერხებს შეზღუდული და არაადეკვატური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა (26.4%), ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და არაკვალიფიციური/უხარისხო მომსახურება (დაახლ. 25%%).

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

განახლდა სამშაბათი, 02 ივლისი 2024 05:36

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები