დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ადვოკატირების გეგმის დინამიკის განსაზღვრა.“

მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება, გადაეხედათ ადვოკატირების გეგმის ნიმუშისთვის, დაეზუსტებინათ პასუხისმგებელი პირები, გაენაწილებინათ დაგეგმილი აქტივობები და დაეთქვათ გონივრული ვადები ადვოკატირების პროცესის დაწყებისთვის.

ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში მიღებულ თეორიულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ ადვოკატირების ეფექტიანად განსახორციელებლად.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალთა საჭიროებებსა და არსებულ პრობლემებზე გაცვლითი შეხვედრების დროს იმსჯელეს.მსგავსი ფორმატი ,როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს,გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დიდინეძის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტების მომზადებაზე იმუშავეს,რაც წინგადადგმული ნაბიჯია საკონკურსო ნამუშევრების კომისიისთვის წარდგენის პროცესში.

წყალტუბოში ქალთა ჯგუფთან ვორკშოპი გაიმართა თემაზე: „ოჯახური ძალადობის პრევენცია და პრობლემაზე მუშაობა“. მონაწილეებმა  იმ სერვისებზე ისაუბრეს, რომელიც არსებობს მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით. ქალბატონებს   თემატური საინფორმაციო ფურცლები დაურიგდათ. ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი  საპროექტო იდეებზე იმსჯელეს. ორივე ჯგუფმა უკვე მოამზადა პროექტები, რომელებიც საკონკურსო კომისიას წარედგინება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა საპროექტო განაცხადის მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე იმუშავა. პროექტზე მუშაობა და იდეის პროექტად გადაქცევა  ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს. შედეგად ორი პროექტის სამუშაო ვერსია მოამზადეს, რომლებსაც კომისიას წარუდგენენ . ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კი კვლევა ჩაატარა თემაზე ,, მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,,.შედეგებიდან    გამომდინარე ქალბატონებმა გამოკვეთეს ის პრობლემები, რომელიც  მათ თემში აქტუალურია. ისინი ადვოკატირების კუთხით მუშაობას აგრძელებენ.

სენაკში წარმატებით დასრულდა ჭრა-კერვის სასწავლო კურსი და  ბენეფიციარებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს წარმატებულმა ქალებმა: ინგა ქარდავამ (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე), მანანა გვიჩიამ (საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე), მარინე ნანეიშვილმა (საკრებულოს წევრი).

ახალბედა მკერავები ახალ ეტაპზე გადადიან - პროფესიული უნარების შეძენასთან ერთად მათ ეძლევათ მცირე ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეიმუშავა „პრაქტიკული ინსტრუქციები ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური საკოორდინაციო მექანიზის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“.

ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ყველა პასუხისმგებელი დარგობრივი უწყების სისტემურ, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ მოქმედებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

პრაქტიკული ინსტრუქციების მიზანია მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი უწყებათაშორისი კომისიებისთვის  პრაქტიკული რჩევების შეთავაზება, ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირების განსახორციელებლად. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ საუკეთესო პრაქტიკას.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და მასზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი პედაგოგებისთვის“ - ამ პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრებზე.

საინფორმაციო შეხვედრები ეხებოდა პედაგოგების როლს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ასევე იყო საუბარი  კანონზე ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების შესახებ, რეფერირების საკითხზე და კონკრეტულად - საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის და დახმარების კუთხით.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პედაგოგებთან ჩატარდა წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ქუთაისი, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში.


პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქუთაისის ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ფონდ ,,სოხუმის,, ოფისში გაიმართა.ერთმანეთისთვის გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვის შემდეგ ქალბატონებმა ფილმს- „გორელი ქალები სოლიდარობისთვის“,  უყურეს.გაიმართა დისკუსიაც.შეხვედრაზე 2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამეს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდა ტრენინგი -"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები", ,,მედიაწიგნიერების არსი  და მნიშვნელობა,,. ახალგაზრდებმა გაიგეს, როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან და შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზეც და გამოთქვეს სურვილი, რომელიც ყველა დროში აქტუალურია - მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა. შემდეგ ისაუბრეს თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები