ახალგაზრდული ვორკშოპები ახალი სტრატეგიით

1 2 3

ვორკშოპების ციკლი ახალგაზრდებთან ახალი სტრატეგიით მიმდინარეობს. სექტემბრიდან ცხრა მუნიციპალიტეტში თანამშრომლობა ახალ სკოლებთან დაიწყო. თითოეულ სკოლაში ყალიბდება სამიზნე ჯგუფები 10-15 ადამიანის შემადგენლობით. თითოული ჯგუფი გაივლის  ხუთთვიან პროგრამას კონფლიქტების მართვაზე.  ხუთი თვის შემდეგ სკოლებში შეიქმნება „მშვიდობის კლუბები“. შემდეგ კლუბის ლიდერები თვითონ განაგრძობენ მუშაობას სხვადასხვა კლასში.

ახალგაზრდები მზად არიან, ჩაერთონ ხუთთვიან პროგრამაში და მიღებული გამოცდილება პრაქტიკულად გამოიყენონ.

პირველი ვორკშოპები უკვე გაიმართა თერჯოლაში, ზუგდიდსა და ხონში.

- რა კავშირშია ძალადობა ოჯახურ კონფლიქტებთან. რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის ანალიზი და რა მეთოდები არსებობს ამისთვის, - ეს იყო პირველი ვორკშოპის თემა.

მონაწილეთა შეფასებით, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, რადგან კონფლიქტების პრევენცია ანალიზის გარეშე შეუძლებელია.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლა, დიდი ნეძი, კუხი - სექტემბრის პირველი შეხვედრები

1 2 3

ახალგაზრდულ კლუბებში სექტემბრის საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრები გაიმართა თერჯოლაში, სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი).

ამ ჯგუფებში შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ 5 შეხვედრა ჩატარდება სხვადასხვა მოდულის მიხედვით. პირველი შეხვედრის თემა კი იყო: „გენდერული ძალადობა, სახეები, ფორმები, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.

ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ გამოცდილებით, აქტიურობით, კრეატიულობით, დისკუსიაში ჩართვით. მაგრამ იგრძნობოდა საერთო  სურვილი - იმუშაონ ძალადობის თემაზე, გაიმდიდრონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, ისწავლონ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები წყალტუბოში, თერჯოლაში, ფოთში, ხონში, განმუხურში

1 2 3 4

წყალტუბოში, თერჯოლაში, ფოთში, ხონსა და განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები აქტუალურ თემაზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაცვის მექანიზმები, საზოგადოების როლი“.

აქტიური ჯგუფები თავიდანვე ჩაერთნენ მუშაობაში. გამოიკვეთა ლიდერები, რომლებმაც განიხილეს ოჯახური ძალადობის მიზეზები, ისაუბრეს სტერეოტიპებზე, რომლებიც აფერხებს პრევენციულ ღონისძიებებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ახალგაზრდებმა მოიყვანეს მაგალითები საკუთარი ოჯახისა და ახლობლების ცხოვრებიდან. მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ისინი რეალურად აღიქვამენ ძალადობის მასშტაბებს და პრევენციაზე ფიქრობენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკი, ოზურგეთი, ქუთაისი, ლანჩხუთი - შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3 4

აგვისტოს მეორე ნახევარში ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში, ლანჩხუთში. იყო თემის  „ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაცვის მექანიზმები, საზოგადოების როლი“ განხილვა, განსხვავებული ხედვები, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა.

მონაწილეთა მოსაზრებები:

„ბევრი რამ ვისწავლე კლუბში. არ მეგონა, თუ ასეთი ინტერესი გამიჩნდებოდა“.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია მსგავსი თავისუფალი შეხვედრების ჩატარება“.

„არაფორმალური განათლება დადებით ცვლილებებს იწვევს მოზარდებში, მე ამის ნათელი მაგალითი ვარ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ექვსთვიანი მუშაობის დასრულება ვაჟებთან

1 2 3 4 5 6 7 8 9

ფონდმა „სოხუმმა“ წელს პირველად დაიწყო მუშაობა ვაჟებთან. ეს არის 6-თვიანი შეხვედრების ციკლი ერთსა და იმავე ჯგუფებთან.

პროექტის ამ კომპონენტის მიზანია - ამაღლდეს ვაჟთა განათლების დონე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, რათა მათ გაითავისონ, რომ მამაკაცები მემკვიდრეობით არ არიან აგრესიულები და მათ აქვთ განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა.

მუშაობა წარიმართა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლებში.

ივლისში გაიმართა ბოლო, მეექვსე შეხვედრა ვაჟებთან. შეხვედრებზე იყო შემაჯამებელი სავარჯიშოები და თამაშები, საუბარი საზოგადოებრივი სტერეოტიპების მანკიერ მხარეზე, თამაშის „რა? სად? როდის?“ ანალოგი. ნაჩვენები იყო ანიმაცია. ბიჭებმა მცირე როლური თამაშებიც კი მოასწრეს.

უკუკავშირის დროს მონაწილეებმა გულახდილად ისაუბრეს ექვსთვიანი მუშაობის ეფექტურობაზე. აღნიშნავდნენ, რომ ყველა შეხვედრა მათთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაზე გამოადგებათ.

და კიდევ: გული წყდებათ პროექტის დასრულების გამო. თუმცა იციან, რომ ახლა ახალი ჯგუფები გაივლიან ასეთ საინტერესო ექვსთვიან ციკლს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები