ვაჟებთან შეხვედრები ფოთში, წყალტუბოში, ზუგდიდში

1 2 3 4 5

მორიგი შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან: ფოთის (1 ივნისი), წყალტუბოსა (4 ივნისი)  და ზუგდიდის (5ივნისი) მუნიციპალიტეტის სკოლებში.

შეხვედრების მიზანია მონაწილეებისთვის ძალადობის პრევენციის გზების გაცნობა და მათი ჩამოყალიბება არამოძალადე პიროვნებებად.

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სამუშაოებს და როლურ თამაშებს. როლური თამაშები ყოველთვის მონაწილეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თამაშების დროს ისინი საკუთარ თავს აიგივებენ რეალურ ფაქტებთან. ეს საკმაოდ ეფექტურია, რათა ვაჟებმა უფრო კარგად გაიგონ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები. კოკის სკოლაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეხვედრა ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ამან გაახალისა ბავშვები, რაც მათ აქტიურობაზე აისახა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბულინგი - ახალგაზრდებთან დისკუსიის თემა

1 2 3

- ბულინგის თემა საკმაოდ აქტუალურია, მოზარდებს შორის გახშირებული კონფლიქტები გვარწმუნებს, რომ ამ საკითხის განხილვა აუცილებელია.

- ჩვენს სკოლაში ერთი პუტკუნა ბავშვია და ამის გამო ეზოში კალათბურთი არ ათამაშეს კლასელებმა. მაშინვე ჩავერიე და ავუხსენი, რომ ეს არასწორი საქციელია. ბევრმა არ იცის, რომ ეს ბულინგია და მისი ქცევა ძალადობაა.

ასეთი იყო იმ ახალგაზრდების პოზიციები, რომლებიც დისკუსიებში მონაწილეობდნენ. მათ გამოსავალზეც იმსჯელეს, რადგან მიიჩნევენ,  რომ ბულინგი სერიოზული პრობლემაა და აქტიურად უნდა განიხილებოდეს.

ახალგაზრდების აზრით, პრევენციაში მშობლები და პედაგოგებიც უნდა ჩაერთონ, რადგან ბულინგი ხშირად ოჯახში მიმდინარე კონფლიქტებს უკავშირდება.  

ვორკშოპები გაიმართა ფოთში, წყალტუბოში, ზუგდიდში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟები - ძალადობის პრევენციისთვის - შეხვედრები ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში

1 2 3 4 5

ოზურგეთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ძალადობის პრევენციის გზების გაცნობა. შეხვედრების ნაწილი დაეთმო როლურ თამაშებს. მონაწილეების მსახიობურმა ნიჭმა შეხვედრები საინტერესო გახადა. გარდა როლური თამაშებისა, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები, რომლებიც განსაკუთრებით მოეწონათ ბიჭებს. ამ მეთოდებით მათ გაუადვილდათ იმის გაგება, რომ აუცილებელია ძალადობის პრევენცია და ჰარმონიული საზოგადოების შექმნა და ამაში დიდი როლი ეკისრებათ მამაკაცებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საუბარი ტრეფიკინგის თემაზე

1 2 3

„ტრეფიკინგის თემაზე ჩვენ არავინ გვესაუბრება, თუმცა გაზრდილი მიგრაციის პირობებში ყოველი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი. ამიტომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია პრევენციის თვალსაზრისით“, - ასეთი იყო ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

ტრეფიკინგი როგორც ძალადობის ფორმა, მისი მიზეზები, სტატისტიკა, ტრეფიკინგის მსხვერპლის პრობლემები, პრევენციული ზომები - ეს თემები აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. მათ ნახეს თემატური ფილმი და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. საუბრობდნენ სოციალურ პრობლემებზე, მიგრაციაზე, დაცვის მექანიზმებზე, გამოსავალზე.

შეხვედრები ჩატარდა ფოთის, ცხუნკურის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დვაბზუ, სენაკი, განმუხური - ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები

1 2 3

 4 5

თვის განმავლობაში ახალგაზრდული კლუბების 9 საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. ბოლო სამი შეხვედრა გაიმართა დვაბზუში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სენაკში და განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

შეხვედრების თემა: ნაადრევი ქორწინება, პრობლემები და მიზეზები ძალადობის პრევენციისთვის.

იყო გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა, საუბარი ტრადიციებზე, სოფლის ცხოვრებაზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე, გოგონებზე, რომლებიც გათხოვებას ირჩევენ ნაადრევ ასაკში. განსაკუთრებული იყო შეხვედრა დვაბზუში, სადაც ფონდი „სოხუმი“ პირველად ჩავიდა.

ცხოვრებისეული მაგალითების განხილვამ და დისკუსიებმა შეხვედრები საინტერესო და აქტიური გახადა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები