ახალგაზრდული კლუბები ქუთაისში, თერჯოლასა და ოზურგეთში

1 2 3

ტრეფიკინგი როგორც ძალადობის ფორმა, მისი მიზეზები, სტატისტიკა, ტრეფიკინგის მსხვერპლის პრობლემები, პრევენციული ზომები - ეს თემები განიხილეს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში - ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, სოფელ ღვანკითში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

მონაწილეებმა ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე, რომელმაც გამოიწვია მიგრაცია და მასთან ერთად - ტრეფიკინგი. ტრეფიკინგი განიხილეს, როგორც განვითარების სერიოზული საფრთხე. აქცენტები გაკეთდა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან ქუთაისში, თერჯოლაში, ოზურგეთში

1 2 3

ქუთაისში, თერჯოლაში, ოზურგეთში ახალგაზრდებთან ვორკშოპები გაიმართა, განხილვის თემა იყო ბულინგი. მონაწილეებმა იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში აგრესიის მატებას. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ცოცხალი ურთიერთობები დაიკარგა და კომუნიკაცია ძირითადად ხორციელდება ონლაინ. ეს ამკვიდრებს ცივ, უემოციო ურთიერთობებს. ახლო მეგობრებიც კი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. მიზეზებს შორის დასახელდა კონფლიქტები ოჯახში, მშობლების მიგრაცია. მონაწილეთა აზრით, სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად - ეს ხელს შეუწყობს ჰარმონიას ოჯახსა და საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი ახალგაზრდებთან ბულინგის თემაზე

1 2 3

ბულინგის თემა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს ახალგაზრდებმა ხონში, სენაკსა და ლანჩხუთში.მონაწილეებმა რეალური ფაქტები გაიხსენეს და მათი ანალიზი გააკეთეს. 

- მქონია შემთხვევა, როცა „მოძალადე“ ვყოფილვარ, თუმცა ეს გაუაზრებლად მომხდარა. ზედმეტსახელით ხშირად მივმართავ ჩემს მეგობარს, იმასაც არ წყინს. ახლა ვხვდები, რომ ისიც ვერ აცნობიერებს, რომ ბულინგის მსხვერპლია. სამოქალაქო გაკვეთილზე განვიხილავთ ამ თემას, მაგრამ საკმარისი არ არის.   

- ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს ქცევებს, არ ვფიქრობთ იმაზე, რას გრძნობს ჩვენი მეგობარი, რომელიც უკვე მიეჩვია ზედმეტსახელს. ბულინგის შედეგები წლების შემდეგაც შეიძლება გამოჩნდეს. 

მონაწილეების აზრით, რომ ბულინგის თემა სერიოზულია. მარტო სკოლას ან ოჯახს არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. ყველა ერთად უნდა მოქმედებდეს და საწყის სტადიაში უნდა ხდებოდეს მისი პრევენცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამი შეხვედრა ტრეფიკინგის თემაზე

1 2 3

ხონის, სენაკის და სოფელ ქვიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „ტრეფიკინგი როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.

შეხვედრებზე აქტიური ჯგუფები შეიკრიბა, რომლებმაც ასისტენტთან ერთად გააანალიზეს ეს პრობლემა, ისაუბრეს რისკებზე, კანონზე, დაცვის მექანიზმებზე.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, მსგავსი პრობლემების განხილვა სითამამეს აძლევს თითეულ მათგანს და, რაც მთავარია, მათ შეუძლია ინფორმაციები გადასცენ სხვებს, განსაკუთრებით - თანატოლებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონი, სენაკი, ქუთაისი - მორიგი შეხვედრები ვაჟებთან

1 2 3

ყველა შეხვედრა დიალოგის ფორმატით წარიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. შეხვედრის დროს ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები, რომლებშიც ასახულია ძალადობის საკითხები და ემსახურება მონაწილეების მეტ ჩართულობას და ინფორმირებას. ვაჟებს მოსწონთ შეხვედრები და მიაჩნიათ, რომ არაფორმალურ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მორიგი შეხვედრები გაიმართა ხონის (6 ივნისი), სენაკის (7 ივნისი)  და ქუთაისის (8 ივნისი) მუნიციპალიტეტის სკოლებში. შეხვედრები ხელს უწყობს ვაჟების ჩამოყალიბებას არამოძალადე პიროვნებებად. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები