ახალგაზრდული კლუბები თერჯოლაში, ფოთში, ლანჩხუთში

1 2 3

„აუცილებელია ამ საკითხებზე საუბარი არა მარტო ჩვენთან, არამედ უნდა ჩაერთონ მშობლები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები,“ - ასეთი იყო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის აზრი.

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა თერჯოლაში, ფოთში, ლანჩხუთში. საუბრის თემა იყო - ძალადობის პრევენცია ახალგაზრდებში, დაცვის მექანიზმები და საზოგადოების როლი. მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს ამ აქტუალურ თემაზე. ისაუბრეს მიზეზებზე, რომლებზეც ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში ხშირად დუმილს ამჯობინებენ. როგორც წინა თვეებში, ივლისშიც 9 შეხვედრა ჩატარდა 9 მუნიციპალიტეტში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკი, ქუთაისი, ზუგდიდი - შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3

ძალადობის პრევენცია ახალგაზრდებში, დაცვის მექანიზმები და საზოგადოების როლი - ამ აქტუალურ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც გაიმართა სენაკის მესამე საჯარო სკოლაში, ქუთაისის ბავშვთა სახლში და სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). შეხვედრები

მონაწილეები დაინტერესდნენ თემის განხილვით. აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

„ჩემთვის აქტუალური ძალადობის თემა, სტატისტიკა შემაშფოთებელია და ამიტომ საჭიროა მსგავსი შეხვედრების უფრო ფართო მასშტაბით ჩატარება,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მიგრაციის თემა - ვორკშოპებზე

1 2 3

ქალთა მიგრაცია, კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან და მისი მოგვარების მექანიზმები - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია წყალტუბოში, ხონსა და ოზურგეთში ახალგაზრდებთან გამართულ ვორკშოპებზე.

მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ქალთა მიგრაცია სერიოზული პრობლემაა ყველა რეგიონში. მიგრაციაში მყოფი ქალის ოჯახში ხშირია კონფლიქტი. მონაწილეებს შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, რომელთა ოჯახის წევრი საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ. ისინი განსაკუთრებული ინტერესით საუბრობდნენ ამ საკითხზე.

- ქალთა მიგრაცია სეროზულ პრობლემებს ქმნის ოჯახში, ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები გაუცხოვებას, სულიერი სიახლოვის დეფიციტს განიცდიან. მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება, - მიიჩნევენ ახალგაზრდები.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში

1 2 3

სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში ახალგაზრდებმა დისკუსია გამართეს შემდეგ საკითხზე „ქალთა მიგრაცია - კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან“.

დისკუსიისას დაფიქსირდა, რომ მიგრაცია ხშირად ხელს უწყობს ოჯახში კონფლიქტების განვითარებას. მონაწილეებმა არაერთი ცოცხალი ისტორია გაიხსენეს, ასეთი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს როგორ უჭირთ მეგობრებთან კომუნიკაცია.

- როცა ოჯახში დედის ფუნქცია სხვას აქვს შეთავსებული, მაგალითად, მამას ან  ბებია-ბაბუას, ურთიერთობაში პრობლემები ხშირად იქმნება, რადგან დედის დეფიციტს ვერავინ ავსებს. ასეთი ბავშვები შინაგანად ჩაკეტილები ხდებიან  და აგრესიას სხვადასხვა ფორმით ავლენენ, - მიიჩნევენ ახალგაზრდები.

მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები, როგორ დაეხმარონ თანატოლებს კონფლიქტური სიტუაციების დაძლევაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები წყალტუბოს, ოზურგეთის და ხონის მუნიციპალიტეტებში

1 2 3

წყალტუბოს, ოზურგეთის და ხონის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებთან ჩატარდა  ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრების თემა - ძალადობის პრევენცია ახალგაზრდებში, დაცვის მექანიზმები და საზოგადოების როლი. მონაწილეებმა ისაუბრეს ძალადობის მიზეზებზე, ოჯახისა და საზოგადოების როლზე მოზარდის ჩამოყალიბებაში.

დისკუსია ახალგაზრდებისთვის გულახდილობის და სითამამის სივრცე აღმოჩნდა. ისინი აქტიურად ჩაერთნენ, იმსჯელეს ცხოვრებისეული მაგალითების მიხედვით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები