საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში

1 2 3

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მაისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან და სკოლის დირექციასთან. შეხვედრაზე საუბარი იყო ოჯახში ძალადობაზე, მწვავე შედეგებზე.

მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, თუ რა სერიოზულ გავლენას ახდენს ძალდობრივი გარემო მოზარდის განვითარებაზე და ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან

- ურთიერთობის დაბალანსება ოჯახში, სწორი და ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების კონტროლი და მართვა, თანამშრომლობა ოჯახის წევრებს შორის - ამ საკითხებზე გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის საუბარი ოჯახურ წყვილებთან წყალტუბოს, ხონის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების მიზანია ოჯახური კონფლიქტების მართვა ადრეულ სტადიაში.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები გოჩა ჯიხაიშსა და ნახახულევში

1 2

გოჩა ჯიხაიშსა და ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა ვორკშოპები ახალგაზრდებთან ოჯახში ძალადობის თემაზე. შეხვედრების ორგანიზება გააკეთეს ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის აქტივისტებმა.

თემა მონაწილეებისთვის აქტუალური იყო და მათი აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა. აღინიშნა, რომ ამ კუთხით არაფორმალური განათლების მიღებას მოზარდებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია, ისინი აქედანვე შეურიგებლები იყვნენ ყველა სახის ძალადობის მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი და შეხვედრები ოზურგეთში - ახალი პროექტის ფარგლებში

1 2 3 4 5

აქტიურ ეტაპზეა ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მაისში ჩატარდა ტრენინგი მერის წარმომადგენლებთან შვიდ სოფელში და აქტივისტებთან. ისინი გაეცნენ მექანიზმებს, რომლებიც ძალადობის ფაქტებზე რეაგირებაში დაეხმარებათ. ოზურგეთის საბავშვო ბაღების პედაგოგებთან გაიმართა იურისტისა და ფსიქოლოგის შეხვედრა. საუბარი მიეძღვნა ბავშვთა მიმართ ძალადობას - თუ როგორ გამოავლინონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და ვის მიმართონ რეაგირებისთვის.

ასევე გაგრძელდა შეხვედრები პროექტის ფარგლებში შექმნილი ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და  რეაგირებაზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი და შეხვედრა ძალადობის პრევენციის საკითხებზე

1 2 3 4 5

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მინი-პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ძალადობის პრევენციული მექანიზმები“. ტრენინგს ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების გამგეები, პედაგოგები, მშობლები.

- რა პასუხისმგებლობები აკისრია  საბავშვო ბაღის პედაგოგებს ძალადობის პრობლემის პრევენციაში, რას ნიშნავს ბავშვის გენდერული აღზრდა, რა უნდა გაკეთდეს პრევენციის თვალსაზრისით - ტრენინგზე, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსირება და მუშაობა რეალური ქეისების ანალიზით წარიმართა.

პროექტის მიხედვით, გაიმართა აგრეთვე შეხვედრა ბავშვთა ფსიქოლოგისა და სოციალური აგენტის ჩართულობით. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაციის მიღების კუთხით ტრენინგი და შეხვედრა მათთვის მნიშვნელოვანი იყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები