პროექტის შედეგების შეჯამება მრგვალ მაგიდაზე წყალტუბოში

1 2 3 4

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის შედეგები. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობაზე, ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ თანასწორობაზე. ასევე განიხილეს სასწავლო გარემოს ადაპტირების საკითხი, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლების პრაქტიკა და სასწავლო მასალები. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად სკოლებში საკმაოდ ამაღლდა ახალგაზრდების, მშობლების და პედკოლექტივის ინფორმირების დონე ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კანონის პრევენციის ტრადიციული თემა - იურისტთან შეხვედრებზე

1 2 3

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ორგანიზება გაუკეთეს ფონდი „სოხუმის“ იურისტის ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს ხონში (3 ივნისი), ოზურგეთში (4 ივნისი), წყალტუბოში (5 ივნისი), თერჯოლაში (11 ივნისი),  სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში (10 ივნისი). შეხვედრების თემა ტრადიციული იყო - ოჯახში ძალადობა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები. დაისვა შეკითხვები და შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები თავიანთ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თანასწორობისა და ძალადობის თემაზე - ტრენინგით და ჩრდილების თეატრით

1 2 3 4 5 6 8 9

სამი ღონისძიება გაიმართა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში - ტრენინგი და ჩრდილების თეატრის წარმოდგენები.

თანასწორობა, ძალადობა, ბავშვის მიმართ ძალადობა, პრევენციული მექანიზმები - ეს და სხვა თემები განიხილეს 1-ლ საბავშვო ბაღში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებმა: საბავშვო ბაღების გამგეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა.

ფოთის  1-ლ და მე-3 საჯარო ბაღებში  გაიმართა ჩრდილების თეატრის წარმოდგენა „თალგამი“, რომელიც პატარებს ასწავლის თანასწორობას, ჰარმონიულ ურთიერთობებს, მეგობრობას, ერთად ყოფნას და გამარჯვებას...

მონაწილეთა თქმით, სამივე აქტივობა სასარგებლო და ნაყოფიერი იყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის აქტივობა - ნოსირში

1 2 3 4 5

საინტერესო აქტივობა გაიმართა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში - ეს იყო ჭადრაკის ტურნირი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ თეკლათისა და ნოსირის სკოლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები. მაისში ტურნირი თეკლათის სკოლაში ჩატარდა, ამჯერად კი - ნოსირის სკოლაში. ტურნირის ბოლოს გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.

სპორტული აქტივობის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც ხელს უწყობს ძალადობის პრევენციას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია გარემოს დაცვისთვის ხონში

1 2 3 4 5

ხონის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის დღე აღინიშნა. ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში ნახახულევისა და გოჩა ჯიხაიშის სკოლებში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქცია მოაწყვეს. აქციაში ჩართულები იყვნენ პედაგოგები და დირექტორები. აქციის მონაწილეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. როგორც სკოლების დირექციების მხრიდან დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია მოზარდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში, რათა მათ გაიაზრონ გარემოს დაბინძურების მწვავე შედეგები და იზრუნონ მის დაცვაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები