იურისტთან შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში

1 2 3 4

მაისში გაიმართა იურისტის შეხვედრები ჯგუფებშიც და ინდივიდუალურადაც. თვის დასაწყისში სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო შეხვედრა, შემდეგ კი იურისტი მიიწვიეს ხონის, წყალტუბოს, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრები ტარდებოდა ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ოფისშიც. შეხვედრების თემები სხვადასხვა იყო, მაგრამ, ძირითადად, საუბარი მიმდინარეობდა ოჯახში ძალადობასა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმებზე.

აპრილის ბოლოს დაიწყო და 14 მაისს დასრულდა მუშაობა ერთი ქალისთვის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების კუთხით. ფონდი „სოხუმი“ ამ მხრივ აქტიურად ეხმარება ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტურნირი ჭადრაკში - სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის აქტივობა

1 2 3 4 5

ტურნირი ჭადრაკში - ამ სპორტულ აქტივობას  უმასპინძლა თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) სკოლამ. შეჯიბრება თეკლათისა და ნოსირის სკოლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს. ასპარეზობის ბოლოს გამარჯვებულებს  სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ამ ორი სკოლის პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ კარგია მსგავსი პრაქტიკის დანერგვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით. ტურნირი ორგანიზებული იყო სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოთერაპიული კონსულტაციები გრძელდება

1 2 3

ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ოზურგეთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრები  და სესიები ბენეფიციარებთან. აპრილში ის 13 ოჯახურ წყვილთან მუშაობდა, მათგან სამი ახალია. სასიხარულოა, რომ ხუთმა წყვილმა უკვე გააუმჯობესა ურთიერთობები და შეიცვლა ოჯახური კლიმატი.

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუთაისში, სადაც ფსიქოთერაპიული კონსულტაციების მიღებას განაგრძობს 13 ბენეფიციარი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადვოკატირება - სამობილიზაციო შეხვედრების თემა

1 2 3 4 5 6 7

აპრილში სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო „ადვოკატირება და მისი ეტაპები“. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა არაერთხელ გაიარეს ტრენინგები ამ თემაზე. ეს ლოგიკურია, რადგან მათ ხშირად უწევთ სხვადასხვა ინსტანციაში მისვლა პრობლემების მოგვარების მიზნით. ამჯერად ბენეფიციარებს აუხსნეს, როგორ შეუძლიათ ადვოკატირება, რა საფეხურები უნდა გაიარონ. მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები, მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებულ სერვისებზე. 9 მუნიციპალიტეტში 27 შეხვედრა ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან

გრძელდება შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან. აპრილში სამმა წყვილმა ისარგებლა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის კონსულტაციით. შეხვედრები ოჯახში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ სტადიაში პრევენციას გულისხმობს. შეხვედრებზე გამოყენებული მეთოდები ეხმარება წყვილებს კონფლიქტის გამომწვევი რისკების დაძლევაში.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები