პროექტის პრეზენტაცია/მრგვალი მაგიდა ამბროლაურში

1 2 3 4

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობა - ინფორმირებული მოსახლეობა“. 7 ივლისს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია/მრგვალი მაგიდა - დისკუსია.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას.

საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ივლისის ღონისძიებები - საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის თემა

1 2 3

ჩატარდა პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც საბჭოს წევრებმა განიხილეს ივლისში დაგეგმილი საპროექტო ღონიძიებები - ტრენინგი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა, ტელეგადაცემა და პრესკონფერენცია ადგილობრივი და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. დადგინდა ღონისძიებების ჩატარების ზუსტი თარიღები და თემები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - მუშაობა ორ პროექტზე

სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაცია აქტიურ საპროექტო მუშაობას იწყებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი ბიუჯეტი - გზა დემოკრატიისაკენ“. მისი მიზანია, ადამიანებმა გაიგონ, რას შეცვლის მათ ცხოვრებაში საჯარო მმართველობის რეფორმა და რამდენად  მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სამოქალაქო ბიუჯეტირებაში.

ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისათვის“ მუშაობს პროექტზე „გზა ცვლილებებისაკენ“. მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა, რამდენად ეფექტიანია ერთ-ერთი მუნიციპალური პროგრამა. პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარების კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თერჯოლის საკრებულოში

1 2 3

თერჯოლის საკრებულოს სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ სამუშაო ჯგუფის წევრები და ჯგუფის ხელმძღვანელი - საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში. შეხვედრაზე განხილულ იქნა მონიტორინგისა და საჭიროების კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. იყო საუბარი ცხელი ხაზის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. აქცენტი გაკეთდა ელექტრონულ სერვისებზე,  კვალიფიკაციის ამაღლების საჭირობაზე. შეხვედრა აქტიურად და ნაყოფიერად წარიმართა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

COVID-19 ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარება - ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე თვის მანძილზე განთავსდა ვიდეოჩანაწერები წალენჯიხის, ფოთის, ოზურგეთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით (გასულ თვეებში წარმოდგენილი იყო ხუთი მუნიციპალიტეტი).

მათში ასახულია მუნიციპალიტეტების საქმიანობა და სტრატეგია ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ - COVID-19 ვირუსით გამოწვეული საჭიროებების ფონზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები