ტრენინგი ხონის ქალთა ჯგუფთან

სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკას მიეძღვნა ტრენინგი ხონის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ონლაინ რეჟიმში მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის ჩატარების შესახებ. ისაუბრეს ჯგუფებთან პრაქტიკულ მუშაობასა და მონაცემების შეგროვებაზე.

ტრენინგი გაიმართა პრაქტიკულ რჩევებსა და მაგალითებზე დაყრდნობით.  მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ ონლაინ ანკეტის დეტალურ განხილვაში, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ანკეტის შინაარსთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ტრენინგი - კვლევის დაწყებამდე

საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდები და უნარები, სამიზნე ჯგუფებთან რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ტექნიკა - ამ თემებზე განახვილდა ყურადღება ტრენინგზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა ქუთაისის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა განიხილეს ანკეტის შაბლონი, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და მოლოდინები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

პროექტის „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა სენაკის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე.

გაანალიზდა, რა რისკები ახლავს რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების პროცესს, რამდენად მნიშვნელოვანია სამიზნე ბენეფიციარების შერჩევა. შესრულდა პრაქტიკული სავარჯიშოები ფასილიტაციის ტექნიკასა და უნარებზე.  

ჩატარებული მუშაობა სერიოზულ დახმარებას გაუწევს ჯგუფის წევრებს, ვინაიდან ისინი მომდევნო თვიდან  უშუალოდ ჩაერთვებიან კვლევის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გაიმართა ტრენინგი, რომელზეც განიხილეს სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა.

მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, კვლევებში მონაწილეობის გამოცდილებაზე.

ჯგუფის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ტექნიკა; როგორ უნდა შეივსოს ონლაინ ანკეტები; როგორ უნდა ჩატარდეს ფოკუს-ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ.

პრეზენტაციის საშუალებით მონაწილეები გაეცნენ კითხვარის ნიმუშს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები. მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, შეხვედრა საინტერესო და აქტიური გამოვიდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

  • ბავშვის უფლება ოჯახზე
  • ბავშვის უფლება ალტერნატიულ ზრუნვაზე
  • ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება
  • ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
  • ბავშვის უფლება სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებსა და განვითარებაზე
  • ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება
  • ბავშვის მავნე ზეგავლენიზგან დაცვის უფლება

ეს საკითხები იყო 17 თებერვლის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის თემა.

„ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ისინი არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები  და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები.

  • კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

„თანასწორობა ნიშნავს თანაბარ უფლებებს, თუ ეს უფლება დარღვეულია იქ უკვე ძალადობა იწყება.“

„გენდერი საზოგადოებას არასწორად ესმის, რაც ინფორმირების უკმარისობით არის გამოწვეული. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ  ის იცავს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის უფლებებს. “ - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ  წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს საინფორმაციო შეხვედრებზე.

მონაწილეების აზრით, გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი საკითხია, ის ხელს უწყობს საზოგადოებაში ჰარმონიის შექმნას, ადამიანების უფლებების დაცვას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

16 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან თემაზე - „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.

მონაწილეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება თემის ირგვლივ და ბევრ საკითხს სხვა რაკურსიდან შეხედეს.

ტრენინგი ჩატარდა აქტიური დისკუსიის რეჟიმში:

-„ძალიან საინტერესო იყო თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია“;

- „თითქოს  ეს თემა არ იყო ჩემთვის უცნობი, მაგრამ დღევამდელმა ტრენიმა ძალიან ბევრ საკითხზე სხვაგვარად დამაფიქრა“;

- „სიამოვნებით ვისმენდი და გავიღრმავე ცოდნა“.

ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა მათთვის ჩატარებული ტრენინგი.

 

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

14 თებერვალს ჩატარდა მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან.

რა არის გენდერი, რას ნიშნავს გენდერული თანასწარობა და რისი გამოწვევა შეუძლია გენდერულ უთნასწორობას, ყველაზე ხშირად რა სახის სტერეოტიპებს ვაწყდებით  საზოგადოებაში. ამ და სხვა თემებზე ისაუბრეს მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად.

აქვე მოყვანილია მონაწილეთა მოსაზრებები საკითხს ირგვლივ - გენდერულმა უთანასწორობამ შესაძლოა გამოიწვიოს:

„დაპირისპირება სქესების წარმომადგენლებს შორის“ ;

„ადამიანის გონებრივი და ამავდროულად ფსიქოლოგიური ზიანი“;

დღევანდელობაში დამკვიდრებული სტერეოტიპებია:

- „მამაკაცი უფრო ძლიერია ფიზიკურად ვიდრე ქალი“;

- „ოჯახში შემომტანი უნდა იყოს კაცი და ქალმა მხოლოდ საშინაო საქმიანობას უნდა მიხედოს“;

-„მამაკაცმა უკეთესად იცის მანქანის მართვა, ვიდრე ქალმა“ და ა.შ.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა გენდერული თანასწორობის საკითხები აქტიური დისკუსიის ფონზე განიხილეს.

მონაწილეებმა გაარჩიეს საზოგადოებაში გავრცელებული მითები, რომლებიც გენდერულ თანასწორობას უკავშირდება.

ახალგაზრდების აზრით:

„ქალი და კაცი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, დასრულდა ის დრო როცა მამაკაცს ეკუთვნოდა ოჯახში მთავარი სიტყვა. სხვანაირი აზროვნებით მოდის ახალი თაობა“;

„თუ ჩვენ გვინდა სრულფასოვანი საზოგადოება შევქნათ, აუცილებელია ახლებურად ვიაზროვნოთ, ასეთ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრობლემა არ უნდა არსებობდეს“.

მათი აზრით ინფორმირება ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის განხორციელების უნარი არასამთავრობო ორგანიზაციებს შესწევთ. ხშირი საუბრები და დისკუსიები გენდერული თანასწორობის თემაზე პოზიტიურად იმოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები