პრობლემები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების და უსაფრთხოების კუთხით, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმიუწვდომობლობა - ეს ის საკითხებია, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და რომელთა მოგვარება სამთავრობო სტრუქტურებს ხელეწიფება.

აფხაზეთიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი მაკო ავალიანი შეხვდნენ.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ზუგდიდის და სენაკის საინიციატივო ჯგუფების ხუთი წარმომადგენელი. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კოალიციურ  პროექტში „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.

შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და ასოციაცია „თანხმობამ“.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

პირველი ქსელური სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში.

კოალიციური პროექტის მონაწილე სამმა ორგანიზაციამ - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა ფონდი „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი - სხვადასხვა რეგიონიდან კონფლიქტით დაზარალებული და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ქალები შეკრიბა და გაეროს რეზოლუციების „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“  განხორციელების მეოთხე სამოქმედო გეგმა გააცნო.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობას, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობები.

ქალებმა ინფორმაცია მიიღეს ქსელებისა და კოალიციების მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ, დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტიანი და მდგრადი ქალთა ქსელი. შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში.

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

- რატომ დადგა საჭიროება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულიყო რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე? რას მოიაზრებს და რა საკითხები რეგულირდება?

- ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც  გლობალური დღის წესრიგის შესრულებისთვის საჭირო, კონსოლიდირებული და კოორდინირებული ქმედების სახელმწიფო ინსტრუმენტს წარმოადგენს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია? ამ პროცესებში ადგილობრივი სახელისუფლებო პირების და სხვა წამყვანი ადგილობრივი აქტორების ჩართვა, რათა მოხდეს  1325 რეზოლუციის ინტეგრირება თემის განვითარების გეგმებში.

- როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი პრობლემების მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვა? ამისთვის რა რესურსები და შესაძლებლობებია საჭირო?

ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც მოხდა ვორკშოპზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ლიდერი ქალები.  

Zoom პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილობრივ დონეზე პრობლემების ადვოკატირების პროცესი და ეტაპები“.

შეხვედრაში ჩაერთნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა ქსელის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ქსელის წევრებმა დეტალურად განიხილეს „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ადვოკატირებისათვის აღებული პრობლემების დინამიკა - რა ეტაპზე არიან და რა შედეგები მიიღეს. ასევე ისაუბრეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგინეს ბიუჯეტებში გასათვალისწინებლად.

შეხვედრა საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მონაწილეებს გაეცვალათ ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილება და ესაუბრათ არსებულ გამოწვევებზე.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი) ორგანიზებულმა ქალთა ქსელებმა შეარჩიეს აქტუალური პრობლემები, რომელთა ადვოკატირების პროცესი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ დაიწყეს.

ამაზე თავად პროექტში ჩართული ქალები და შეხვედრაში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, პრობლემების გადაჭრისათვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი.

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კვლევის შედეგები მოისმინეს. კვლევამ დევნილთა დასახლებების სოციალური პროფილი გამოკვეთა და ის აქტუალური საკითხები წარმოაჩინა, რომლებიც მოსახლეობას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის.

დასახელებული პრობლემებიდან მონაწილეებმა ყველაზე აქტუალური პრობლემა შეარჩიეს, რომლის ადვოკატირებასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეეცდებიან. უკვე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებულ პრობლემას ქალაქის პირველ პირებთან განიხილავს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის ქალთა ქსელის წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის დოკუმენტი.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო იმ მონაცემების განხილვას, რომლებშიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლების პრობლემები არის ნაჩვენები.   

შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც ჯგუფი უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაიწყებს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, ზუგდიდის ქალთა ქსელის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ის პრიორიტეტული პრობლემები,  რომელთაც წარუდგენენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოხდეს მათი ადვოკატირება.

ონლაინ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ამ პრობლემებზე იმსჯელა. მათი მოგვარება კარგი იქნება როგორც დევნილი ქალებისა და ახალგაზრდებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის თითოეული მცხოვრებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგ შეხვედრაზე დევნილთა დასახლებებში ჩატარებული კვლევის შედგებზე იმსჯელა.

გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია დევნილებისთვის და რომელთა მოგვარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებული პრობლემის ადვოკატირებას შეუდგება. პროცესში აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ თვითმმართველობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოს მერიაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დევნილთა ჩასახლება აფხაზეთის ქუჩაზე არსებული პრობლემის განხილვა გაიმართა.

საჭიროებათა კვლევის შედეგად ადვოკატირებისთვის VII-VIII კორპუსების დაზიანებული სახურავის პრობლემა შეირჩა.

აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას იღებდნენ: აფხაზეთიდან იგპ პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოს და ყველა იმ უწყების  წარმომადგენლები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის პრობლემაზე შედეგიანი ზეგავლენის მოხდენა.

შეხვედრის მსვლელობისას გამოიკვეთა საკითხის გადაჭრის გზები. გამოვლინდა სხვა პრობლემებიც: არ არის საბავშვო ბაღი, სარდაფებში წყალი დგას, ეზო დაბინძურებულია - უახლოეს მომავალში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მათ მოგვარებაზეც იზრუნებენ.

დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ჩატარებული შეხვედრის ეფექტიანობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები