ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა საპროექტო განაცხადის მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე იმუშავა. პროექტზე მუშაობა და იდეის პროექტად გადაქცევა  ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს. შედეგად ორი პროექტის სამუშაო ვერსია მოამზადეს, რომლებსაც კომისიას წარუდგენენ . ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კი კვლევა ჩაატარა თემაზე ,, მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,,.შედეგებიდან    გამომდინარე ქალბატონებმა გამოკვეთეს ის პრობლემები, რომელიც  მათ თემში აქტუალურია. ისინი ადვოკატირების კუთხით მუშაობას აგრძელებენ.

სენაკში წარმატებით დასრულდა ჭრა-კერვის სასწავლო კურსი და  ბენეფიციარებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს წარმატებულმა ქალებმა: ინგა ქარდავამ (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე), მანანა გვიჩიამ (საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე), მარინე ნანეიშვილმა (საკრებულოს წევრი).

ახალბედა მკერავები ახალ ეტაპზე გადადიან - პროფესიული უნარების შეძენასთან ერთად მათ ეძლევათ მცირე ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეიმუშავა „პრაქტიკული ინსტრუქციები ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური საკოორდინაციო მექანიზის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“.

ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ყველა პასუხისმგებელი დარგობრივი უწყების სისტემურ, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ მოქმედებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

პრაქტიკული ინსტრუქციების მიზანია მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი უწყებათაშორისი კომისიებისთვის  პრაქტიკული რჩევების შეთავაზება, ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირების განსახორციელებლად. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ საუკეთესო პრაქტიკას.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და მასზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი პედაგოგებისთვის“ - ამ პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრებზე.

საინფორმაციო შეხვედრები ეხებოდა პედაგოგების როლს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ასევე იყო საუბარი  კანონზე ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების შესახებ, რეფერირების საკითხზე და კონკრეტულად - საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის და დახმარების კუთხით.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პედაგოგებთან ჩატარდა წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ქუთაისი, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში.


პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქუთაისის ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ფონდ ,,სოხუმის,, ოფისში გაიმართა.ერთმანეთისთვის გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვის შემდეგ ქალბატონებმა ფილმს- „გორელი ქალები სოლიდარობისთვის“,  უყურეს.გაიმართა დისკუსიაც.შეხვედრაზე 2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამეს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდა ტრენინგი -"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები", ,,მედიაწიგნიერების არსი  და მნიშვნელობა,,. ახალგაზრდებმა გაიგეს, როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან და შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზეც და გამოთქვეს სურვილი, რომელიც ყველა დროში აქტუალურია - მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა. შემდეგ ისაუბრეს თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზე.

ფსიქოლოგის რჩევები ქალებს

  • ორშაბათი, 25 მარტი 2024
  • 289 ჯერ

სამტრედიის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ფონდი „სოხუმის” სარეაბილიტაციო ცენტრში გამართა შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკატერინე ქვაჩაკიძემ.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახური ძალადობა და ძალადობის ფორმები“. სამწუხაროდ, ქალებს უჭირთ არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, ანონიმურად კი გულახდილად აფიქსირებენ საკუთარ აზრს ფურცელზე. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, მათ აკლიათ თავდაჯერებულობა, რაც ხელს უშლით პირველი ნაბიჯების გადადგმაში. სწორად მიცემული რჩევა პოზიტიურად ცვლის მსხვერპლი ქალის ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრები მნიშვნელოვანია მათთვის და ეხმარებათ გაძლიერებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მარტი პროექტის ბოლო თვეა და ჩვენი მხრიდან უკრაინელების მხარდაჭერაც დასასრულს უახლოვდება. სამწუხაროა, რომ  არ გვეძლევა მათი კვლავ დახმარების შესაძლებლობა, თუმცა ვცდილობთ, ვიპოვოთ ახალი გზები.  

ჩვენს ბაზაში 398 ადამიანია - ეს ის ადამიანთა რაოდენობაა, ვინც სხვადასხვა სახის დახმარება მიიღო ჩვენგან. ამ თვეში 46 ოჯახს გადაეცა 64 ვაუჩერი. გადახდილ იქნა ონკოპაციენტი ქალბატონის ბოლო სამი ქიმიის საფასური - 1470 ლარი. 8 მარტს უკრაინელ ლტოლვილთა ერთი ჯგუფი ესწრებოდა ფილმის ჩვენებას სასტუმრო „არგოში“, სადაც აღინიშნა ორგანიზაციის დაბადებიდან 27-ე წლისთავი.

მარტში სხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური ხელშეწყობით ახალი პროექტი დაიწყო - ამჯერად ბავშვებისთვის. ისინი დადიან სხვადასხვა კურსზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ვცდილობთ უკრაინელების მხარდაჭერას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგ მანანა გოცირიძისთვის დატვირთული იყო მარტი. მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმატით. რეგიონებში 20-მდე ადამიანს ჩაუტარდა ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია. ქუთაისში კი 12 ბენეფიციართან გაიმართა პირისპირ მუშაობა. ყველა მათგანს თავისი პრობლემა აქვს და ფსიქოლოგი ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას.   

ტრადიციულად, კომპლექსური მუშაობა გაიმართა ფონდის სარებილიტაციო ცენტრში, სადაც იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები. თავისი წილი საკეთებელი გააკეთა ამ ქალებთან ფსიქოლოგმა. მან ასევე იმუშავა დღის სარაებილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან, რომლებთანაც პარასკევობით ტარდებოდა ჯგუფური სეანსები.

მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური შეხვედრა ხობში, სადაც შედგა საუბარი საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან. საუბრის თემა აქტუალური და სასარგებლო იყო: როგორ დავეხმაროთ ბაღში პირველად მოსულ  ბავშვებს ადაპტაციაში, როგორ მოემზადოს პედაგოგი, რომ ბავშვმა არ მიიღოს სტრესი და ტრავმა. ისინი ინტერესით გაეცნენ ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიური განვითარების  თავისებურებებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები