გოგონების „საკუთარი“ მშვიდობიანი პლანეტები - ტრენინგის ბოლოს

     
 
18 გოგონა შეიკრიბა ქუთაისში, სასტუმრო „იმერში“დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ხობი, გალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები განმუხური და აბასთუმანი). 
უფრო საინტერესოები, მოტივირებულები და კრეატიულები შეარჩია კომისიამ 23 მონაწილიდან - რადგან ასე მოითხოვდა ტრენინგის ფორმატი. გოგონები აქტიურად მუშაობდნენ თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების გენდერული ასპექტები (კრეატიული მეთოდების ჩართვით)“.
ტრენინგი გაიმართა ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე“ ფარგლებში (დონორი: შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი).
4 დღის განმავლობაში უამრავ საინტერესო, ნაცნობ თუ უცნობ საკითხს შეეხნენ: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზები, დარეგულირების გზები, გაეროს  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მისია, ჟენევის მოლაპარაკება, ქალთა ლიდერობა, სამშვიდობო ხედვის შემუშავება... 
მონაწილეთა შორის იყვნენ გოგონები კონფლიქტის ზონიდან, რომელთაც ბევრი რამ საინტერესო შესძინეს ტრენინგს და მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები. 
ტრენინგზე მუშაობდნენ გამოცდილი მწვრთნელები, ექსპერტები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის  საკითხებში - იულია ხარაშვილი, დალი ხომერიკი, ხათუნა გოგუა და ეკა გამახარია. სხვადასხვა ბლოკს  დაესწრნენ პროექტის დირექტორი ალლა გამახარია და კოორდინატორი მერი გელაშვილი.
ბოლო ორმა დღემ ახალგაზრდები „მოწყვიტა“ რეალურ სამყაროს და შეაქმნევინა საკუთარი პლანეტები საკუთარი ლექსიკონით, მათ გამონახეს საკუთარი გზები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებისთვის. ეს იყო ძალიან საინტერესო და განსხვავებული.
ტრენინგი განსაკუთრებული იყო აქტიური დისკუსიებით, ჯგუფური სამუშაოებითა და პრეზენტაციებით, არაფორმალური ურთიერთობებით, თეატრის წარმოდგენაზე დასწრებით. გაუთავებლად შეიძლება დაიწეროს გოგონების ემოციებზე, რომლებიც  ტრენინგის ბოლოს  გულწრფელად  გაუზიარეს ერთმანეთს:                                                                                                                                                      
„ტრენინგმა მომცა ცოდნა, ფრთები და ენთუზიაზმი“.
„მივიღე ინფორმაცია კონფლიქტის სტადიების შესახებ, შევიტყვე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დინამიკა“. 
„მივხვდი, რომ ჩემს ფანტაზიასა და იდეებს საზღვარი არ გააჩნია“.
„დაღლილი და სავსე მე!“
 
პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები