ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში დასრულდა სატრენინგო კურსი. შემდეგი ხუთი ტრენინგი გაიმართა ქობულეთში, თერჯოლაში, წალენჯიხაში, სენაკსა და ხობში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.
ყველა ცენტრი აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. მათ დაგეგმეს 30 ღონისძიება კამპანიის ფარგლებში. ახალგაზრდების ინიცირებულ აქტივობებში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება. ეს კარგი საშუალებაა ინფორმაციის გავრცელებისთვის და სტიმულის მოცემია ახალგაზრდებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ნოემბრის სატრენინგო კურსი ჩვეული აქტიურობით დაიწყო. ახალგაზრდობის გაძლიერების ხუთ ცენტრში (წყალტუბო, ვანი, ჩოხატაური, ზუგდიდი, სამტრედია) უკვე ჩატარდა ტრენინგები. 25 ნოემბერს იწყება საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და ახალგაზრდები თავიანთი საინტერესო ინიციატივებით ჩაერთვებიან. სატრენინგო კურსი კი გრძელდება კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში, გეგმიურად, ცვლილებების გარეშე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოქტომბრის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ტრენინგები 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების ახალ წევრებთან.
კონფლიქტის, მშვიდობის, ძალადობის განმარტება, მათი სახეების გაცნობა და კონკრეტული მაგალითები - ეს თემები იყო განხილული მონაწილეებთან.
ტრენინგები ჩატარდა როგორც მონაწილეთა უშუალო ჩართულობით (ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა, ხობი, ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო), ასევე - ონლაინ (სამტრედია, ვანი, თერჯოლა). ტრენინგების ციკლი მომდევნო თვიდან გაგრძელდება ათივე მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდ „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში 6 თვის მანძილზე წარმატებით ახორციელებდა სატრენინგო კურსს: „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“. პროექტი ახალგაზრდებს თანასწორობის და ტოლერანტობის საკითხებს, კონფლიქტის მოგვარების და ძალადობის პრევენციის გზებს ასწავლიდა.
მეექვსე თვე დაეთმო შეჯამებას. ახალგაზრდა ლიდერებმა პრეზენტაციების საშუალებით წარმოაჩინეს პოზიტიური ცვლილებები:
- ამ გარემოში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვუსმენდი, მისმენდნენ და თავდაჯერებულობა მემატებოდა;
- დავძლიე კომპლექსები;
- თანატოლებს ვურჩევ, მიიღონ არაფორმალური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და წარმატებების მიღწევას;
- ვისწავლეთ, როგორ გავხადოთ საზოგადოება ემპათიური ძალადობისა და კონფლიქტის საკითხების მიმართ.
შემაჯამებელი ღონისძიებები ჩატარდა წალენჯიხის, წყალტუბოს, სენაკის, სამტრედიის, ვანის მუნიციპალიტეტებში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, აგვისტოში ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. დასრულდა მუშაობის ხუთი თვე - გაიმართა ხუთი ტრენინგი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. მუშაობა ათივე ცენტრში წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, დისკუსიებით.
ახლა ახალგაზრდები ემზადებიან მეექვსე - შემაჯამებელი შეხვედრებისთვის, სადაც მათ სატრენინგო კურსის დროს მიღებული ცოდნა უნდა წარმოაჩინონ და გამოცდილება გაუზიარონ სხვა მონაწილეებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდული გაძლიერების ცენტრები აქტიურად მუშაობენ სენაკის, ხობის, ქობულეთის, წალენჯიხის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემაზე. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც ინიცირებულ ღონისძიებებს ატარებენ და შემდგომშიც აპირებენ. ამ ეტაპზე ცენტრების წევრები ემზადებიან შემაჯამებელი შეხვედრისთვის და აქტიურად არიან ჩართულები ორიგინალური პრეზენტაციების მომზადების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სივრცე, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რომელიც საგაკვეთილო ფორმატში არ ჯდება. ვეცნობით ერთმანეთის აზრებს და შეგვიძლია, მიღებული ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ, რაც ხელს უწყობს კონფლიქტებისა და ძალადობის პრევენციას“. - ეს ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია.
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში აქტიურად გრძელდება სატრენინგო კურსები. ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა ტრენინგები კონფლიქტის მიზეზების, გენდერული თანასწორობის და სტერეოტიპების საკითხებზე.
ტრენინგებზე არის აქტუალური თემების განხილვა, დისკუსიები, ინიცირებული ღონისძიებების ორგანიზება. ახალგაზრდებს აქვთ არაფორმალური განათლების მიღების მაღალი ინტერესი და მოტივაცია მუშაობისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაისის დასაწყისიდან გაგრძელდა სატრენინგო კურსი ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ზუგდიდის, ჩოხატაურის და სენაკის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ტრენინგები კონფლიქტის მიზეზებსა და გენდერულ ძალადობაზე.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში - უკვე არიან გამოკვეთილი ლიდერები. ისინი მზად არიან, მიღებული ინფორმაცია გააზიარონ თავიანთ სოციუმში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აპრილიდან დაიწყო ახალგაზრდული ჯგუფების ფორმირება. დასაწყისში მუშაობამ მოიცვა 6 მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, ჩოხატაური, თერჯოლა, სამტრედია.
ამ მუნიციპალიტეტებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს 4 ტრენინგი. ტრენინგებს აქტიური, მოტივირებული მოსწავლეები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებისგან მათ იციან ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და უნდათ, თავადაც ჩაერთონ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების მუშაობაში - ბევრი ისწავლონ და ახალი უნარ-ჩვევები შეიძინონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)