





ფონდი „სოხუმი“ აქტიურად აგროვებს ინფორმაციას „საქართველოს კანონის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ განხორციელების მონიტორიგის ფარგლებში. ოქტომბერში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები მედიკოსებთან და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან. ასევე ჩაღრმავებული ინტერვიუები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრთან და ქუთაისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა კანონში შესულ ცვლილებებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)




ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა თვის განმავლობაში ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ისინი ასევე შეხვდნენ სოფლის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის თანამშრომლებს. შეხვედრების მიზანია, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა გაიგონ სიახლეები ფონდის მუშაობაში და ერთმანეთთან თანამშრომლობის შედეგად მოგვარდეს ადგილობრივი პრობლემები.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და აქტივისტები თვის მანძილზე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები: ქუთაისში - მერიის ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, წყალტუბოში - სოციალური სამსახურის იურისტთან და სოციალურ მუშაკთან, ხონში - საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარესთან, ფოთში - მერიის სოციალური, ჯანდაცვის და გენდერული სამსახურის უფროსთან, სენაკში - სოფლის რწმუნებულებთან. გამორჩეული შეხვედრა იყო ზუგდიდში - ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი და სათემო კავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელს.
ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით და შედეგებით.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს - საკრებულოში, გამგეობასა და მერიაში.
შეხვედრების დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გაიგეს ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისების შესახებ, მობილიზატორები კი გაეცნენ ადგილებზე არსებულ პროგრამებს და სიახლეებს სოციალური მიმართულებით. ეს ინფორმაციები შემდგომში სამობილიზაციო და საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე ვრცელდება, რომ ქალებმა და მათი ოჯახის წევრებმა და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს.

პროექტის „თემთა მობილიზება ოჯაში ძალადობის პრევინციისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვალერი ბახტაძესთან და თავმჯდომარის თანაშემწესთან ქეთევან ყუფარაძესთან. ისინი გაეცნენ სამოქმედო გეგმას, პროექტში შეტანილ იქნა კორექტივები - ივანდიდისა და ქუტირის ნაცვლად მუშაობა განხორციელდება ნახახულევში, კუხსა და მათხოჯში.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო ქალაქის მე-17 ბიბლიოთეკაში. შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემათა ადვოკატირებისთვის.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი - ვლადიმერ ნაკაშიძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან ბათიაშვილი.
დისკუსია აქტიურად წარიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემა წამოჭრეს. მოისმინეს კომპეტენტური ინფორმაცია და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურული მიმართულებით ახორციელებს.