ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ნახახულევში, ღვანკითში, ცხუნკურში, ორსანტიაში, ლესაში, ქუთაისში

1 2 3  5 6

თანასწორობა და ძალადობა. კავშირი მათ შორის. რა ასაზრდოებს ძალადობას? რა მნიშვნელობა აქვს პრევენციულ მექანიზმებს? ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი), ღვანკითში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), ცხუნკურში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლესაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). დიდი იყო ინტერესი მოსწავლეების მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ღვანკითის სკოლის სამოქალაქო კლუბი „ნერგები“ საკმაოდ აქტიურია ამ კუთხით - მისმა წევრებმა ვიდეორგოლი მოამზადეს ბულინგზე და კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთი, წყალტუბო, თერჯოლა - შეხვედრები ვაჟებთან

1 2 
3 4

ფოთის, წყალტუბოსა და თერჯოლის სკოლებში ვაჟებთან ჩატარებული შეხვედრების დიდი ნაწილი დაეთმო საუბარს მამაკაცის როლზე ოჯახსა და  საზოგადოებაში. მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად კარგი დამცველები და პარტნიორები არიან მამაკაცები. მათ სხვადასხვა როლიც შეითავსეს, რომლებიც ეხებოდა კონფლიქტურ სიტუაციებს და მათ მოგვარებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მორიგი შეხვედრები ვაჟებთან ხონში, ოზურგეთში, ზუგდიდში

1 2 3 4 5 6

მამაკაცის როლის განსაზღვრა ოჯახსა და საზოგადოებაში - ამ თემაზე გაიმართა მორიგი შეხვედრები ვაჟებთან ხონის, ოზურგეთის და ზუგდიდის სკოლებში. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა და განსაკუთრებული ინტერესით მიიღეს. ეს კარგად გამოჩნდა როლურ თამაშებში, რომელშიც ყველა ჩაერთო. როლური თამაშებით ვაჟებმა უფრო ნათლად დაინახეს ძალადობასთან არსებული პრობლემები და, რა თქმა უნდა, მის პრევენციაზეც ისაუბრეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაციის თემა - ვორკშოპებზე ხონში, ზუგდიდსა და ფოთში

1 2 3

ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ხონში, ზუგდიდსა და ფოთში. მონაწილეებმა შეხვედრებზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კონფლიქტების დროს კომუნიკაცია. ეფექტური კომუნიკაცია გვეხმარება, გამოვასწოროთ ურთიერთობა, შევინარჩუნოთ ერთმანეთი. ამიტომ ამ საკითხზე ინფორმირება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აუცილებელია.

- თუ კომუნიკაციის წესებს კარგად ვიცნობთ, კონფლიქტების განვითარება შეიძლება შევაფერხოთ, - მიიჩნევენ ვორკშოპის მონაწილეები. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაცია - კონფლიქტების მართვის ერთ- ერთი ელემენტი

1 2 3

რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია კონფლიქტების მართვაში, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორ მახინჯდება ინფორმაციები - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპები ახალგაზრდებთან ლანჩხუთში, სენაკსა და ოზურგეთში.

მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს კომუნიკაციის არავერბალურ მხარეზე, რომელიც ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები თვლიან, რომ  კონფლიქტების დიდი ნაწილი არასწორი კომუნიკაციის მიზეზით შეიძლება დაიწყოს, ამიტომ ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ვორკშოპის მონაწილეებმა დისკუსიისას დააფიქსირეს, რომ ეფექტური კომუნიკაცია განათლებით, ინფორმირებით მიიღწევა და მზად არიან, მიღებული უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენონ. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები