„რუდუნი“ არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ახლახან შეიქმნა ლანჩხუთში.  „რუდუნი“ ქვეგრანტების პროგრამით ახორციელებს მცირე პროექტს „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მუნიციპალური ელექტრონული სერვისების როლისა და მნიშვნელობის შესახებ". ორგანიზაციამ მოამზადა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც სრულადაა აღწერილი ის ელექტრონული სერვისები, რომელთაც მოსახლეობას სთავაზობს ვებგვერდი www.lanchxuti.gov.ge და ელექტრონული მენეჯერი  lcman.ge. საზოგადოებაში ბუკლეტის გასავრცელებლად, სხვა საშუალებეთან ერთად, გამოყენებულ იქნა ადგილობრივი გაზეთი „ჰო და არა“. ბუკლეტი გაზეთთან ერთად მიიღო მისმა 3000-მა გამომწერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 ტერიტორიულ ერთეულში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ჩემი მოლოდინები გამართლდა, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია, ვისურვებდი მომავალშიც საინტერესო ღონისძიებებს - ასე დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ტრენინგის დასასრულს. მათთვის ჩატარდა ტრენინგი 10 ივნისს თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი“.

18 ივნისს კი ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხისა და გენდერული საჭიროებების შეფასების“ რაოდენობრივი კვლევის  შედეგები მოისმინეს. მათ კვლევის სარეკომენდაციო წინადადებებიდან შეარჩიეს პრობლემური საკითხი, რომლის ადვოკატირებაზე უნდა იმუშაონ. უკვე დაისახა გეგმები და ჯგუფის წევრები მზად არიან, ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.

ვანის სამუშაო ჯგუფის რიგით მეათე შეხვედრა დაეთმო პარტნიორი ორგანიზაციების „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლების მოხსენებებს, რომლებიც უკავშირდებოდა მათი მცირე პროექტების დინამიკას - რა აქტივობებს ახორციელებენ, რა ცვლილებებს ხედავენ წინა პროექტთან შედარებით და რა გამოწვევები არის ჯერ კიდევ საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობა ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში. ასევე მნიშვნელოვანია მათი უნარ-ჩვევების ამაღლება ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით, რაც სოფლებში მერების წარმომადგენელთა ჩართულობით შეიძლება გადაიჭრას - ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ითქვა ისიც, რომ წინა შეხვედრაზე შეთანხმებული ცვლილებები უკვე აისახა ჯგუფის სამოქმედო გეგმაში და დამტკიცდა საკრებულოს სხდომაზე.

ამბროლაურის საკრებულოს დარბაზში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - აფხაზინტერკონტის“ და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს მრგვალი მაგიდა თემაზე: „ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“. შეხვედრის ფასილიტატორმა ქრისტინა მურუსიძემ ისაუბრა პროექტის მიზნებსა და შედეგებზე. გაკეთდა საჭიროებათა შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის აქტივობებზე. მერიის წარმომადგენელმა კი მუნიციპალიტეტის ხედვა გაუზიარა შეკრებილებს კვლევაში გამოკვეთილი პრობლემების დასაძლევად. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეთათვის, რაც აქტიურ დისკუსიაში გამოჩნდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამბროლაურის მერიის და საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საჭიროებების კვლევის მეორე ეტაპის შედეგები და საჯარო მმართველობის ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის მხრივ მიღწეული ცვლილებები. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს სასოფლო დარბაზი - ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ეს ორი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული  პროექტის განხორციელებაში და დიდია მათი  წვლილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

- ვინ არის ლიდერი, რა არის სამოქალაქო აქტივიზმი, რითი განსხვავდება ლიდერი აქტივისტისგან - ამ საკითხების გარშემო ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა საკუთარი მაგალითებიც დაასახელეს, თუ როგორ არიან ჩართულები სამოქალაქო აქტივიზმში: სკოლის ეზოს გამწვანებაში მონაწილეობა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, გაჭირვებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, უსახლკარო ცხოველების დაპურება...

ახალგაზრდებმა იციან, რომ ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი ურთიერთკავშირშია და ერთი მეორის განვითარებას უწყობს ხელს.

კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ქალთა საინიციატივო ჯგუფებში. ჯგუფის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსახლეობის საჭიროებების შეფასებაში და ინტერესით მოისმინეს კვლევის შედეგები. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს კვლევის ჩატარების ფუფუნება და მადლობა გადაუხადა ფონდს „სოხუმს“ გაწეული მუშაობისთვის. კვლევა წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ გაითვალისწინონ შემუშავებული რეკომენდაციები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრაზე განხილული იყო სამოქალაქო ბიუჯეტირების დოკუმენტი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია. აქტიურად მუშაობს კომისია და ივლისში დოკუმენტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ.

მთავარი თემა იყო აგრეთვე ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, რომელიც ახლახან დაასრულეს სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. კვლევამ ბევრი საკითხი წარმოაჩინა: საჭიროა კომუნიკაციის გაუმჯობესება მერიასა და საკრებულოსთან, სოციალური პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, აუცილებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და ა.შ. სამუშაო ჯგუფი ამ და სხვა საკითხების ადვოკატირებას დაიწყებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრაზე განიხილეს ეთიკის კოდექსის  საბოლოო ვერსია, რომელიც მზად არის საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად.

მეორე საკითხად დღის წესრიგში იდგა - ინფორმაცია ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შესახებ. ისაუბრეს კვლევის დროს გამოკვეთილ პრობლემებზე და შემუშავებულ რეკომენდაციებზე. წარმოდგენილ საკითხებს  შორისაა მიღების დღეები საკრებულოში და ვებგვერდზე სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელთა მონაცემების მოთავსება. ყოველივე ეს საჭირო ადამიანებთან მიმართვას და პრობლემების მოგვარების გზებს გაუადვილებს მოქალაქეს. სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე ისაუბრეს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების ინიციატივების მიმართ.

საინტერესოდ წარიმართა მუშაობა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. შეხვედრის თემა იყო ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი. მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები: ლიდერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე; ლიდერობა საპასუხისმგებლო გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის; ლიდერი გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი ადამიანია.

საინიციატივო ჯგუფში უკვე იკვეთებიან ლიდერები.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები