მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, ჩვენი ქალბატონები აგრძელებენ აქტიურ რეჟიმში მუშაობას და ახალი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავენ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფები უკვე მუშაობს იმ საკითხებზე, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება უახლოეს მომავალში.

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომლებზეც მოხდა ადვოკატირების გეგმების საბოლოო ვარიანტების შემუშავება და გაცნობა.

ამ ეტაპზე შემდეგი თემების ადვოკატირება მოხდება: „ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში სანაგვე ურნების დამატებით განთავსება.“

„ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა და ნაკლები ჩართულობა. “

„ქალთა პასიურობა, ინდიფერენტულობა, გულგრილობა, ნაკლები ჩართულობა, მენტალიტეტი, ეკონომიკური საქმიანობის არცოდნა.“

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ვებგვერდი - sosfsokhumi.ge არის საქართველოში პირველი  პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო სამთავრობო, არასამთავრობო თუ მუნიციპალური მხარდაჭერისა და გაძლიერების როგორც სერვისებს, ასევე პროგრამებს, საკანონმდებლო აქტებს, სტატისტიკას, სასარგებლო პასუხებს, მსხვერპლთა წარმატებულ ისტორიებსა თუ გამოწვევების შესახებ ბლოგებს და სიახლებს.

ბევრი ლიდერი ქალი გამოკვეთა საპროექტო მუშაობამ.

მარი ჭითანავა ერთ-ერთი მათგანია. ამიტომაც შეჩერდა მასზე არჩევანი, როცა დაიწერა სტატია ჩვენს პარტნიორ მედიაგამოცემაში „აქტ2“.

მარი აფხაზეთიდანაა. 26 წლისაა, სამი შვილის დედა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამუშაო შეხვედრებზე რომ მიიწვიეს, უარი თქვა, არც ინტერესი ჰქონდა და არც დრო. მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტა ჩართვა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფში. თანდათან იზრდებოდა მისი ინტერესი, სულ უფრო აქტიურობდა და ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უზიარებდნენ ცოცხალ თუ ონლაინ შეხვედრებზე.

მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კოალიციური პროექტით „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა“.

იურისტის საინფორმაციო შეხვედრები

  • ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022
  • 295 ჯერ

ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩაატარა სოფ. დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სოფ. დიმში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი), სენაკში, ტყიბულში. ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ მერიის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრებზე გაკეთდა ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ პრეზენტაცია.

წალენჯიხაში ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღო მარტოხელა ქალმა სტატუსთან დაკავშირებით, ვანში კი ძალადობის მსხვერპლმა ქალმა -განქორწინების საკითხებზე. ყველა შეხვედრა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზატორობით გაიმართა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის „სიყვარულის ბაღში“ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკრაინელი ლტოლვილების ინიცირებული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ისმოდა უკრაინის ჰიმნი.  ჟღერდა  სევდით და ტკივილით გაჯერებული,  მაგრამ სიამაყით  და გამარჯვების რწმენით ანთებული მესიჯები.

მშვენიერმა უკრაინელმა გოგონებმა ფერადოვანი უკრაინული სიმბოლიკა, ხელნაკეთი ნივთები, უგემრიელესი უკრაინული ტკბილეული გამოფინეს.  დონაციის ყუთით ლტოლვილი ოჯახების დასახმარებელი თანხაც შეგროვდა.

პატარებმა განსაკუთრებით იხალისეს, რადგან ბავშვები ომშიც ბავშვები არიან  და არავინ დარჩა გულგრილი ანიმატორების პროგრამის მიმართ.

აქციის ორგანიზატორებმა მადლიერება გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიმართ, რომელიც განსაკუთრებულად ეხმარება უკრაინიდან ლტოლვილებს.  

მძიმე დღეები უდგას უკრაინას, მაგრამ ჩვენ  გვჯერა, რომ გამარჯვება გარდაუვალია!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აგვისტოში ხალხი თითქმის გასულია ქალაქიდან, მაგრამ ბევრია სტუმარი... ძირითადად,  სწორედ ისინი ესწრებოდნენ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ქუთაისის უბნებში.

ჩატარდა ორი წარმოდგენა., მაყურებელი დაინტერესდა ამ ფორმატით. ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდა ნანახი და განაგონი, ზოგიერთი ჩაერთო სცენებშიც. სამწუხაროდ, ყველამ უარი თქვა ფოტოების გადაღებაზე, ამიტომაც ფოტოებში  ჩანან მხოლოდ მსახიობები და ეპიზოდები სცენებიდან.

ღია ცის ქვეშ წარმოდგენები საკმაოდ დიდ როლს ასრულებს როგორც საზოგადოების ინფორმირების, ძალადობის პრევენციის მექანიზმი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ პრობლემის მოგვარებაზე იწყებს მუშაობას. საერთო გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული საკითხი უკვე შერჩეულია:  სენაკის სამხედრო დასახლებაში, სადაც, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, სერიოზული პრობლემაა გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა - იტბორება სარდაფები, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.

სამუშაო ჯგუფმა პირველ ეტაპზე შეაგროვა პრობლემის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალები, ხელმოწერები, რაც შესაბამის უწყებებს წარედგინება. ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემაზე მუშაობას „ერთი ფანჯრის პრინციპით“  გააგრძელებს ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გოგი რევიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლო ათი წელია კი სოციალური დაცვის მიმართულებას ემსახურება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება გენდერულ თანასწორობასაც ექცევა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო პირველი, სადაც 2015 წელს ოფიციალურად გაჩნდა ძალადობის მსხვერპლთა დაფინანსების პროგრამა.

„ძალადობის მსხვერპლი ქალის მიერ, რომელიც საზოგადოებისგან შეშინებულია, თავისი პირველი ემოცია გადასცეს მამაკაცს, რომელსაც იცნობს ან საერთოდ არ იცნობს, უხერხული პრობლემაა [ზოგადად], მაგრამ ჩემი დამოკიდებულების გამო, რამდენიმე წუთში ეს ქალები ჩემთან გულღია ხდებიან. მათ იციან, რასაც მე მიყვებიან, ეს ჩვენ შორის რჩება. მე მათ ყოველთვის ვთავაზობდი შედეგიან გამოსავალს და რწმუნდებოდნენ. როცა ერთი, ორი, ათი და მრავალია ასეთი შემთხვევა, უკვე ეს ნდობა ნამდვილად მაქვს მათგან,“ - გვიყვება გოგი რევია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით აგვისტოში სამობილიზაციო შეხვედრებში 158 ადამიანი ჩაერთო.  ოჯახური ძალადობის პრობლემები, რეაგირება და მსხვერპლთა დახმარების ეფექტიანი მექანიზმები მწვავე დისკუსიების საფუძველი გახდა. მონაწილეებმა ფემიციდის ფაქტები გააანალიზეს. მათ აღნიშნეს: „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით  ქალთა გახშირებულ მკვლელობას, ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი და უფრო მეტ რეაგირებას მოითხოვს როგორც სახელმწიფოსგან, ასევე საზოგადოებისგან.“

შეხვედრებმა გამოკვეთა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით ქალთა მხარდაჭერის ცენტრების როლის გაძლიერება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობა დასჯადია და მსხვერპლი არ არის მარტო.

სამტრედიის, თერჯოლის, ტყიბულის, ვანის, ბაღდათის, სენაკის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩოხატაურის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოსახლეობის ინფორმირების პა რალელურად თვის განმავლობაში ძალადობის რვა ახალი შემთხვევა გამოავლინეს.რეაგირება უკვე დაწყებულია. ფონდი „სოხუმის“ სერვისებს ბენეფიციარები აქტიურად იყენებენ, რაც ზრდის მსხვერპლთა უსაფრთხოების გარანტიებს.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები