ქალთა უფლებები და გაეროს რეზოლუცია 1325-ის განხილვა იყო ძირითადი თემა შეხვედრებისა, რომლებიც ჩატარდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 სკოლაში და კოკის საჯარო სკოლაში.ახალგაზრდული შეხვედრები წყალტუბოში, ფოთში და კოკში
ქალთა უფლებები და გაეროს რეზოლუცია 1325-ის განხილვა იყო ძირითადი თემა შეხვედრებისა, რომლებიც ჩატარდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 სკოლაში და კოკის საჯარო სკოლაში.
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე სანატორიუმ „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილთა განსახლების პრობლემა დაისვა. ითქვა, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო დროულად არ განიხილავს დევნილთა აპლიკაციებს - „სახლი სოფლად“ პროგრამის ფარგლებში, ამასობაში კი დოლარის კურსის აწევამ ბინების და სახლების გაძვირება გამოიწვია - დევნილთა ნაწილი კვლავ ფართით დაკმაყოფილების მოლოდინშია.

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ნინო ნიკოლაიშვილმა ბოლო თვეების მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში ყალიბდება გენდერული პოლიტიკა, რაშიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის რვაწლიანმა მუშაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

6 აპრილს ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაზე, ორი პრობლემის მოგვარების თაობაზე. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები. მათ კლუბის წევრებს აუხსნეს, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია მათ სამსახურს ადამიანებისთვის.

ახალგაზრდულ კლუბებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე - ქალთა უფლებები, საერთაშორისო დოკუმენტები, გაეროს რეზოლუცია 1325.

სენაკის მე-7 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქალთა სოლიდარობის თემაზე და ფემინიზმის ისტორიაზე.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ახალგაზრდული კლუბის შეხვედრაზე გოგონებმა საყვედურით თქვეს, რომ ბიჭებმა არ მიულოცეს 8 მარტი, რაზეც ბიჭებმა განაცხადეს, რომ 8 მარტი არ არის დღესასწაული - ის არის სოლიდარობის, უფლებების დაცვის დღე.
კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ.
9 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ამ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კონკურსი. ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა 12 მოსწავლის მონაწილეობით.