სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მუშაობა პროექტზე „ინფორმირებული საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ“. ეს ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება ორ სოფელში - ხორშსა და თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი). პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრები სოფლის რწმუნებულებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)