„ქალთა გენდერული საჭიროებების კვლევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დაკვეთით ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ქალთა გენდერული საჭიროებების კვლევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და გამოსცა კვლევის ანგარიში. კვლევა მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის შეგროვებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებზე. მოპოვებული ინფორმაცია საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის უფრო ეფექტიანი განხორციელების ღონისძიებებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პირდაპირი სამიზნე ჯგუფების საჭიროებები, ხედვები და პერსპექტივები. კვლევის დასკვნებზე დაყრდნობით გაკეთდა რეკომენდაციები.

 

განახლდა სამშაბათი, 13 თებერვალი 2024 16:41

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები